logo.png

ბავშვთა ჭარბწონიანობა პრობლემაა მთელ მსოფლიოში

ბავშვთა ჭარბწონიანობა და სიმსუქნე მნიშვნელოვანი და მზარდი პრობლემაა მთელ მსოფლიოში. ის დაკავშირებულია ჯანმრთელობის ისეთ მდგომარეობებთან ბავშვებში, როგორიცაა მაგალითად, ინსულინისადმი წინააღმდეგობა, მეორე ტიპის დიაბეტი, მაღალი წნევა, მაღალი ქოლესტერინი, ასთმა, შფოთვა, ყურადღების დეფიციტი, ნეიროგანვითარების დარღვევები და ნაადრევი მომწიფება.

პედიატრიის ამერიკული აკადემია რეკომენდაციას უწევს ბავშვთა სიმსუქნის აგრესიულ მკურნალობას ისეთი მედიკამენტების გამოყენებით, როგორიცაა ოზემპიკი, GLP1 აგონისტი, მიუხედავად იმის, რომ შემაშფოთებელია მცირე ასაკის ბავშვებში ამ მედიკამენტის მიღების პოტენციური შედეგები.

  ამერიკის სამედიცინო ასოციაციის აკადემიურ ჟურნალში (JAMA) გამოქვეყნებული სტატია „ბავშვთა სიმსუქნე მეცნიერებისა და სოციალური სამართლიანობის გზაჯვარედინზე“ ხაზს უსვამს ბავშვთა სიმსუქნის პრობლემის მოგვარების მნიშვნელობას დაავადების ძირეულ მიზეზზე ორიენტირებული მიდგომის გზით.

  კვლევის ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მკურნალობა, რომელიც დაავადების ძირეულ მიზეზზეა ორიენტირებული, ზოგადად საუკეთესო შედეგს აღწევს ეფექტურობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით. ისინი გამოხატავენ შეშფოთებას პედიატრიის ამერიკული აკადემიის კლინიკური პრაქტიკის გაიდლაინში წონის დასაკლებ მედიკამენტებზე და ბარიატრიულ ქირურგიაზე აქცენტის გამო; ამბობენ, რომ ბავშვებში სიმსუქნის მაჩვენებლის გლობალურად ძალიან სწრაფად გაზრდას მხოლოდ გენეტიკურ წინასწარ განწყობას ვერ მივაწერთ; სიმსუქნის გამომწვევ ძირითად მიზეზზე ორიენტირება, კვების შეცვლა და ვარჯიში ყველაზე გონივრული გზაა ჭარბი წონისა და სიმსუქნის მქონე ბავშვების სამკურნალოდ, და რომ მოწყვლადი ახალგაზრდების წამლებზე და ბარიატრიულ ქირურგიაზე გადამისამართებამ შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის სერიოზული მოკლევადიანი და გრძელვადიანი პრობლემები.

კვლევა მოითხოვს ბავშვთა სიმსუქნის მკურნალობის არსებული მიდგომის გადაფასებას, წამალზე ორიენტირებული მიდგომიდან სიმსუქნის გამომწვევ ძირითად მიზეზზე დაფუძნებულ მიდგომაზე გადასვლას, ჯანმრთელ კვებაზე და ვარჯიშზე აქცენტის გაკეთებას.

ქეთევან შავლიაშვილი,  ექიმი, ფუნქციური მედიცინის სპეციალისტი.

ჭარბწონიანობა ბავშვებში - პრობლემები და მათი მოგვარების გზებიამბიონი

ნანახია: (218)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას