logo.png

Gelasi Aroshvili

დღევანდელი წმინდანი

სტუმრად ღვთაებრივი მაქსიმესთან

ქრისტიანმა აუცილებლად უნდა იცოდეს, თუ რატომ არის ის ეკლესიაში, და რატომ არის კონკრეტულად იმ ეკლესიაში რომელშიც არის, და არა იმ ეკლესიაში რომელშიც არ არის. და საერთოდ, რომელ ეკლესიას უპყრია მართლმადიდებლობა. ამას გვასწავლიან წმიდა მამები, გვასწავლიან საკუთარი ცხოვრებით, სარწმუნოებრივი პოზიციით. ამ მხრივ პიროვნულად და საკუთარი საღვთისმეტყველო მემკვიდრეობით გამორჩეულია წმ. მაქსიმე აღმსარებელი. მისი ცხოვრებისეული მაგალითიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ ღვთისმეტყველება სასიცოცხლოდ აუცილებელია ყველა ქრისტიანისთვის. და არა მხოლოდ მათთვის ვინც ამგვარ პროფესიას მიაკუთვნებს თავს, არამედ აბსოლუტურად ყველა ერისკაცისთვის. რადგანაც იმისათვის, რომ მორწმუნემ გაიგოს, სად არის ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესია სერიოზული თეოლოგიური კვლევა-ძიებაა საჭირო - ეს კი უკვე ღვთისმეტყველებაა. ჩვენ დანამდვილებით უნდა ვიცოდეთ ჩვენი არჩევანის მართებულობა, გვესმოდეს და ვერკვეოდეთ ქრისტეს მოძღვრებაში და გააზრებული გვქონდეს ის გზა, რომელსაც შეუდექით. სხვა შემთხვევაში, ჩვენს მიერ გაკეთებული არჩევანი განპირობებული ხდება, მხოლოდ ეთნო - ტრადიციული ინერციით, ან მივდივართ იმ საკრებულოში, სადაც ჩვენთვის სასურველი და სასიამოვნო კომპანიაა, ანდა სადაც უბრალოდ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით კომფორტულად ვგრძნობთ თავს. მოკლედ თეოლოგია ყველას ჭირდება და ნამდვილი თეოლოგია სულაც არ არის კაბინეტური მეცნიერება. ''ქრისტეს ეკლესიას მხოლოდ ქრისტეს კურთხეული სიბრძნის წრფელი სიყვარულით მოტრფიალენი შეადგენენ'' (წმ.მაქსიმე აღმსარებელი).

გელასი აროშვილი.

ნანახია: (207)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას