რაციონში ბოჭკოს დამატება ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა
რაციონში ბოჭკოს დამატება ჯანმრთელობის სხვა ბევრ სარგებელთან ერთად, ეხმარება სისხლში ოზემპიკის (დიაბეტის და წონის კლების პოპულარული წამალი) მსგავსი ჰორმონის, GLP-1 -ის დონის გაზრდაში.
GLP-1 (გლუკაგონის მსგავსი პეპტიდი-1) არის ჰორმონი, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს გლუკოზის მეტაბოლიზმში და მადის რეგულირებაში. ის ასტიმულირებს ინსულინის გამოყოფას პანკრეასიდან, რაც ხელს უწყობს უჯრედების მიერ გლუკოზის ათვისებას. გარდა ამისა, GLP-1 ანელებს კუჭის დაცლას, ამცირებს მადას და ხელს უწყობს დანაყრებას.
საკვების გზით ბოჭკოს მოხმარების გაზრდა აძლიერებს GLP-1-ის ბუნებრივად გამომუშავებას.
თუმცა, ყველა სახის ბოჭკოვანი საკვები არ არის თანაბარი მეტაბოლიზმზე, მადასა და წონის დაკლებაზე მისი ზემოქმედების თვალსაზრისით. არსებული მონაცემებით, სპეციფიური ბოჭკო, რომელიც ფერმენტაციას განიცდის მსხვილი ნაწლავის ბაქტერიების მიერ და ცნობილია როგორც ფერმენტირებადი ბოჭკო, ამ მხრივ განსაკუთრებით ეფექტურია.
ფერმენტირებადი ბოჭკოს მაგალითებია: ბეტა-გლუკანი, რომელიც გვხვდება ქერში, შვრიასა და ჭვავში; დექსტრინი ხორბალში; ოლიგოსაქარიდები ლობიოში, ბარდაში, ოსპში; პექტინი ვაშლში, მსხალში და მწვანე ბანანში.
კვლევები აჩვენებს, რომ ამ ბოჭკოებიდან, ბეტა-გლუკანი, რომელიც სპეციფიურად ქერშია ნაპოვნი, შეიძლება იყოს ყველაზე ეფექტური GLP-1-ის გამომუშავებისთვის და შესაბამისად, მეტაბოლური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის და წონის დაკლებისთვის.
ქერის თქვენს რაციონში დამატება მარტივადაა შესაძლებელი, თუ მას უბრალოდ მოხარშავთ წყალში, დაამატებთ სუპებში, სალათებში ან ქერის ფქვილს გამოიყენებთ .
ნანახია: (201)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას