logo.png

ბექა ჭიჭინაძე

"რაც შეგნებულ ასაკში შევდგი ფეხი, ბავშვისთვის უპატივცემულოდ არც კი მიმიმართავს, უპატივცემულო მოპყრობაზე ლაპარაკიც ზედმეტია, თუნდაც რომ მხარზე მასხდნენ და თავში წიგნებს მირტყამდნენ.

ზრდასრულები არასოდეს ცნობენ ბავშვის ღირსებას, პასუხად დაუმორჩილებლობას რომ ღებულობენ მერე ისვრიან ასეთ ფრაზებს: ,,არაფერი არ ესმის", ,,სად ნახულობს ასეთებს", ,,შეაყარე კედელს ცერცვი"...

ნებისმიერ შემთხვევაში ბავშვი მშობლის ქცევას აკოპირებს, ამიტომ დიდი დაკვირვება სჭირდება რა ცოცხალ მაგალითს აძლევ ბავშვს, დამოძღვრა არავისთან არ ჭრის და მით უმეტეს ბავშვთან.

ქართველი ბავშვების 90 % ფსიქოლოგიურად პირველივე წლებიდან ინგრევა, რადგანაც მშობლებს ბავშვთა ფსიქოლოგიის ანაბანაც არ ესმით. ზოგადად ხომ ქვეყანაში კატასტროფული ფსიქოტროპული ვითარებაა, ყველაზე უარესად ეს ბავშვებს ურტყამს, როგორც მენტალურად ყველაზე ნაკლებდაცულებს.

ბავშვს პირველ ყოვლისა სჭირდება პატივისცემა, შემდეგ უზომო ალერსი, მოსმენა და ცოცხალი მაგალითის მიცემა, მაგალითის ჩვენება სულგრძელებასა და მიტევებაში, უანგარობასა და სიმამაცეში... ეჰ, სადღაა, ვინ იქცევა ასე, ვინ აძლევს ასეთ მაგალითს პატარებს, ვინ ერიდება მათ სათუთ გულს და გონებას, პირდაპირ, მათ თვალწინ მიდის ერთმანეთის დაჭმა და მიწაში ჩადება."

წერს მკვლევარი ბექა ჭიჭინაძე.

ნანახია: (262)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას