„ხოლო ვინც აცდუნებს ერთ ამ მცირეთაგანს, რომელსაც მე ვწამვარ, უმჯობესია წისქვილის დოლაბი დაჰკიდონ ყელზე და ზღვის უფსკრულში დანთქან“
ანტიქრისტიანული საბჭოთა ღვთისმგმობელი იმპერია, როგორც ქარმა მტვერი, ისე წაშალა და გაანადგურა ღმერთმა, მაგრამ მისი ღვთისმოძულე ბელადები, მათი სახელები, მათი ბოროტება მაოხრებელი მკვდრების დარი, დღემდე მძიმე განსაცდელების სახით ატყდება ჩვენს ერსა და ქვეყანას.
უახლეს ისტორიაში ყველაზე უფრო მძიმე ბოროტმოქმედები ლენინი და მისი მარჯვენა ხელი, მისი საქმეების გამგრძელებელი სტალინი იყვნენ, მათი ხროვის მიერ დატრიალებული უსასტიკესი სადამსჯელო ოპერაციები დღემდე იწვევს ხალხის აღშფოთებასა და დამძიმებას. ეს ადამიანები განსაკუთრებული სისასტიკით მოქმედებდნენ ეკლესიისა და მორწმუნეების მიმართ. მათი ბრძანებებით გაძარცვეს და დაანგრიეს ტაძრები, დაწვეს და გაანადგურეს ხატები, შეურაცხყვეს სიწმინდეები, ტაძრებიდან მოხსნეს ზარები, გადაადნეს და იარაღის წარმოებბაში გამოიყენეს, დახოცეს ათი ათასობით სასულიერო პირი და მრევლი, ხოლო ვინც ვერ მოკლეს, გადაასახლეს ციმბირში და წამებით ამოხადეს სული ქრისტეს სხეულის ასიათასობით ნაწილს. ფაქტობრივად, ქვეყანაში მღვდელი აღარ დატოვეს, ამით სინანულის სურვილის შემთხვევაში აღსარების თქმის შესაძლებლობაც წაართვეს ხალხს; უამრავი ადამიანი მოუნათლავი გაიყვანეს ამ ქვეყნიდან მათი იდეოლოგიისა და სასულერო პირების არარსებობის გამო. მათ მიერ დამკვიდრებული შიშის გამო, ყველგან სადაც ისინი შევიდნენ, ეშმაკს შესწირეს მათი სულები, რადგან უფლის თანახმად, „უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ჴელ-ეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა“ (იოანე 3, 5). დღემდე ვნათლავთ ასაკოვნებს, ვინც შიშის ან უღმერთო იდეოლოგიის ზემოქმედების წყალობით მშობელმა დროულად ვერ მოინათლა და ასეთი საკმაოდ ბევრია... უფრო მეტი მოუნათლავი აღესრულა, რადგან ვეღარ მოესწრო ეკლესიის გაძლიერებას, მღვდელმსახურთა გამრავლებას, რომ ქრისტეს ბეჭდით აღბეჭდილიყო.
ეკლესიისადმი მათი სიძულვილის მიზეზით, ტაძრები რომელიც ვერ დაანგრიეს, მიზანმიმართულად, შეურაცხყოფის მიზნით გადააკეთეს აბანოებად, შიშველი ხალხი ატარეს წლების განმავლობაში, გადააკეთეს საამქროებად, საწყობებად, თეატრებად, საცხოვრებლ სახლებად... თბილისში დღემდე რამდენიმე ტაძარში ჯერ კიდევ ცხოვრობს ხალხი, რომელშიც აქვთ საძინებლები, აბაზანები და სველი წერტილები, დღემდე ვერ მოხდა ამ ბოროტების აღმოფხვრა. ალბათ ასეთი მოქმედებებისთვის უნდა იდიდებოდნენ ეს ადამიანები. უფალი კი ამბონს „ და რომელმან უვარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უვარ-ვყო იგი მეცა წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაჲსა“(მათე 10, 33.) ვინც არ იცის, თბილისის ცირკის ქვის მესერი საფლავის ქვებით არის მოპირკითებული, ასევე პარლამანტისა და იმელის შენობის ფასადებიც – ეს იმ პერიოდში მცხოვრები თბილისელების მიერ გადმოცემლი ინფორმაციაა. აი ეს არის მათი დიადი საქმეები, ოღონდ ეშმაკის წინაშე და არა ღვთისა! ვისაც მცირედი რწმენა მაინც აქვს, ყველამ იცის, რას მიიღებდნენ ღვთის წინაშე წარმდგარნი, რა ადგილს განუსაზღვრავდა მათ მაცხოვარი: „მაშინ ჰრქუას მარცხენითთა მათცა: წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათვის და ანგელოზთა მისთათვის“ (მათე 25, 41).
კიდევ ვერ განთავისუფლდა ამ სისასტიკის შიშისგან ადამიანის ცნობიერება, ვერ გაანალიზა მთელი სისავსით ამ ბოროტების შედეგი, რაკიღა გარკვეული ძალები ისევ მათი სახელების რეაბილიტაციას ცდილობენ, მათი, ვინც ღმერთის ადგილას საკუთარი თავი დააყენა და ღმერთი დააგმობინა ხალხს. მათი ვითომცდა წმინდანებად ხატებზე გამოსახვით ცდილობენ დიდი სიკეთის მკეთებლებად წარმოჩენას. ეს ცრუმორწმუნეები, თავისი პოლიტიკურ მიზნების განხორცელებას ეკლესიის გამოყენებით ცდილობენ! ამის დამგეგმვასა და აღმსრულებელს უცილობლად ელოდება განსაცდელები, თუ უკვე მოწევნილი არაა მის თავს! უფალი სწორედ ასეთ ადამიანებს ეუბნება: „ვერვის ჴელ-ეწიფების ორთა უფალთა მონებად: ანუ ერთი იგი მოიძულოს და სხუაჲ იგი შეიყუაროს, ანუ ერთისაჲ მის თავს-იდვას და ერთი იგი შეურაცხ-ყოს. ვერ ჴელ-ეწიფების ღმრთისა მონებად და მამონაჲსა“ (მათე 6, 24). ის, ვინც მთელი სამოაცდაათი წელიწადი უღვთოთა სადიდებელი აღლუმები მართა და ხალხს ადიდებინა ღვთისმგმობლები, ამ ქვეყნიდან გასული როგორ წარდგებოდა ღვთის წინაშე, რას მიიღებდა პასუხად ღვთისგან?! – იმავეს, რასაც მათი ბელადები. უფალის წინაღმდეგ მებრძოლი, ღვთის მოწინააღმდეგე სათავეშივე დამარცხებულია, უფალი დროს აძლევს, ეგებ გონს მოეგოს და სინანული აღეძრას, თუ არა, სამაგალითოდ სჯის ყველას, რომ მიახვედროს, ჯოჯოხეთი მათთვის ამ ქვეყნადვე იწყება: „ხოლო რომელსა არა ჰრწმენეს, აწვე დასჯილ არს, რამეთუ არა ჰრწმენა სახელისა მიმართ ძისა ღმრთისა მხოლოდ-შობილისა“ (იოანე 3, 18). როგორც ცნობილია, ლენინი უმძიმესი ვენერიული დაავადებით იყო დაავადებული უზნეო ცხოვრების გამო, რაც შიზოფრენიას იწვევს, თავისივე ფეკალიებს ჭამდა და სწორედ ასე მოკვდა; სტალინი თავისმა უახლოესმა გარემოცვამ მოწამლა, რამდენიმე დღე იწვალა, ექიმიც კი არ მიაკარეს, რომ არ გადარჩენილიყო. როდესაც ღვთის წინაშე წარმდგარი ორივე მათგანი იხილავდა ქრისტე ღმერთის დიდებას, რომელსაც მთელი ძალებით ებრაძოდნენ, იხილავდნენ მის წმინდანებს, მათ შორის მათაც. ვისაც თავადვე ხოცავდნენ და აწამებდნენ, ხოლო თვითონ, დამარცხებულები, არანაირი ძალაუფლების მქონენი, მტვრად ქცეულები უფლის იმ დადგენილი კანონის მეშვეობით განისჯებოდნენ, რომელსაც ვერცერთი ადამიანი ვერ სძლევს: „რამეთუ მიწაჲ ხარ და მიწად-ცა მიიქცე“ (დაბადება 3,19). რა ალმურში გაეხვეოდა სამარადჟამოდ მათი სულები, ალბათ ყველა ხვდება, რადგან მოისმენდნენ მაცხოვრისგან ამ სიტყვებს – „არა გიცნი, ვინანი ხართ; განმეშორენით ჩემგან ყოვლნი მოქმედნი უსჯულოებისანი. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ, რაჟამს იხილოთ აბრაჰამი, ისაკი და იაკობი და ყოველნი წინაწარმეტყუელნი სასუფეველსა ღმრთისასა და თქუენ განსხმულნი გარეშე“ (ლუკა 13, 27-28).
ყოველივე ამის შემდეგ მათი რეაბილიტაცია მორწმუნე საზოგადოებაში კრახისთვის არის განწირული, ხოლო ადამიანები, ვინც ამას ცდილობს, მძიმე ხვედრს უმზადებს საკუთარ თავს. შეინანეთ, რათა როგორც ღვთის მგობელთა და ღვთის მდევნელთა მადიდებელი არ წარდგეთ ღვთის წინაშე; ეს იმ ადამიანებსაც ეხება, ვინც ამ პარტიის წევრები იყვნენ, საწევროებს იხდიდნენ ღვთის მდევნელთა პარტიისთვის, აღლუმებზე დადიოდნენ და ანტიქრისტეებს ადიდებდნენ, მათი სახელობის პრემიებსა და ჯილდოებს იღებდნენ, ხარისხების იცავდნენ ღვთისმგმობლურ იდეოლოგიაზე!
ვისაც დღესაც მიაჩნია, რომ მათ ცუდი არაფერი გაუკეთებიათ, მხოლოდ დიადი საქმეები აკეთეს, ამ მძიმე აზროვნების შესატყვისი სინანულის გამოხატვა ჰმართებს, ვიდრე დროს გაძლევთ უფალი როგორც ერისკაცებს, ისე სასულიერო პირებს, ილოცეთ თქვენთვისაც და მათთვისაც, ვინც ვერ შეინანა, მაგრამ მონათლული მაინც იყო, რომ არ დაისაჯოთ! უფალი ადიდეთ და არა მისი მდევნელები, მისი წმინდანები! გადასარჩენად მათი ხელით მოწამებრივად აღსრულებულ სასულიერო პირებს ავედრეთ თავი, ხოლო ღვთის მგმობელები დაგმეთ, რათა მარადიულად არ დაიდოთ ბინა იქ, სადაც წმიინდა იოანე ღვთისმეტყველის თანახმად, „კუამლი ტანჯვისა მისისაი უკუნითი უკუნისამდე აღვიდოდის, და არა აქუნდეს განსვენებაი დღე და ღამე“ (გამოცხ. 14, 11). შეინანეთ, შეინანეთ, ვიდრე დროა!
ჩვენთან არს ღმერთი!
საბურთალოს წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი.
ნანახია: (227)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას