დროში შეზღუდული კვება ინტერვალური შიმშილობის ერთ-ერთი ფორმაა, რომლის დროსაც საკვების მიღება დღე-ღამის განმავლობაში მხოლოდ 6-10 საათის მონაკვეთში ხდება. დანარჩენი დრო ადამიანი შიმშილობს, თუმცა შეუძლია ისეთი არაკალორიული სითხის მიღება, როგორიცაა წყალი, უშაქრო ჩაი და ყავა.
უამრავი კვლევით დადასტურებული ფაქტია, რომ ამ სახის კვების რეჟიმი იწვევს ძილის, ფსიქიკური ჯანმრთელობის, წონის, სისხლში გლუკოზის რეგულაციის, გულის მუშაობის და ნაწლავის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.
ერთ-ერთი ბოლოდროინდელი კვლევის მიხედვით, დროში შეზღუდული კვება გავლენას ახდენს 22 სხვადასხვა სახის ქსოვილის, მათ შორის ტვინის, გულის, ფილტვების, ნაწლავის, ღვიძლის ქსოვილის გენების აქტივობაზე და მას სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება აქვს.
აღნიშნული კვლევა ემატება უკვე არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც დროში შეზღუდულ კვებას სიცოცხლის გახანგრძლივებასთან და კიბოს საწინააღმდეგო ეფექტთან აკავშირებენ.
ამჟამად მიმდინარე 150-ზე მეტი კვლევა სწავლობს დროში შეზღუდული კვების გავლენას ადამიანის ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემაზე, ისეთზე, როგორიცაა დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, მაღალი ქოლესტერინი, გულის სხვა დაავადებები და კიბო.
ნანახია: (191)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას