logo.png

არატრადიციული ორიენტაცია – სოდომური ცოდვა თუ თავისუფლება?!

საბურთალოს წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი.

დღეს საკმაოდ ხშირია არასწორი დამოკიდებულება თავისუფალი ნების, თავისუფალი არჩევნის არსის შესახებ. არასწორი გააზრება, ინტერპრეტაცია, არასწორი შეხედულება იწვევს ადამიანის საკუთარ ბუნებასთან და პიროვნულობასთან წინააღმდეგობას. ადამიანი თავის თავთან მოყავს წინააღდეგობაშ. ფაქტობრივად, ეს იდეოლოგია, მსოფლმხედველობა ადამიანს აკარგინებს ადამიანობას და მის ბუნებით მდგომარეობასთან აშორებს, რის შემდეგაც ეს იდეოლოგია თავისი დამოკიდებულებითა და ასეთი მსოფლმხედველობის მომხრეებით ცდილობს, ადამიანი შეინარჩუნოს ამ სიმცდარეში, უთხრას, რომ მისი ასეთი ყოფა და აზროვნება სწორი, ძალიან კარგია, და რომ სწორედ ეს არჩევანი, ეს გადაწყვეტილებაა თავისუფლება! სინამდვილეში კი სწორედ მაშინ კარგავს ადამიანი თავისუფლებას, თვითმყოფადობას, პიროვნულობას და თავისი ბუნების საწინააღმდეგოდ მოქმედებს. ასეთ ადამიანებს, რომელნიც თავისი ბუნების წინააღმდეგ მოქმედებენ, შემდგომ ეწყებათ ღრმა დეპრესია, შინაგანი არეულობა, ცნობიერების დაქვეითება, პიროვნული ღირსებების დაკარგვა, რის შემდეგაც ადამიანმა არ იცის, რა უნდა გააკეთოს, ვის მოსთხოვოს პასუხი, აღარ იცის, როგორ იცხოვროს, გარემოებასთან წინააღმდეგობაში მოდის, რადგან ყველაფერი, რაც კი ღირებულია, რაც ქრისტიანობამ მოუტანა ადამიანებს, რაზეც დგას დღევანდელი ცივილიზიცია, რაც არსებითია ადამიანის ცხონებისთვის, - ამ ყველაფერთან წინააღმდეგობაში მოდის და, ფაქტობრივად, უცხო სხეულად რჩება გარემოში, რაც ძალიან მძიმეა ადამიანის ფსიქიკისთვის. ამ დროს ფიქრობს, ყველაფერი თითქოს მის წინააღმდეგ მოქმედებს, თუმცა სინამდვილეში თვითონვე არის თავისი მოქმედებით წინააღმდეგობაში იმ გარემოსთან, სადაც ცხოვრობს. რადგან ადამიანი თავისი ბუნებითა და არსებით ცხადად აჩვენებს, რომ ქმნილება, ხატებაა ღვთისა, და თუ ღვთის ხატება თავისი ბუნებასთან შესატყვისობით არ მოქმედებს, ის მძიმე შედეგს იმკის. ადამიანი პოტენციურად, ჩასახვისთანავე, თავისი უნარებით, თვისებებით, ნიჭით, სქესით, მონაცემებით არის არსებითად ჩამოყალიბებული და მასში ეს ყოველივე იმთავითვე ჩადებულია. როდესაც ადამიანი იბადება, მას აქვს თავისი თვისებები განსაზღვრული, რომელთაგან ზოგიერთი არსებითია მისთვის და ფუნდამენტალური. ასეთია აზროვნება, გონიერება, ემოცია ადამიანისა, ასევე ზნეობრიობა, სქესი. არის ისეთი შემთხვევები, როდესაც ადამიანი დეპრესიის, ან ვთქვათ, ფსიქიკური აშლილობის შემთხვევაში ზოგიერთ თვისებას კარგავს ან ეზღუდება ფუნდამენტური უნარი. მაგრამ, ამ შემთხვევებშიც კი არის რაღაც ისეთი, რასაც ადამიანი ინარჩუნებს. ფსიქიკური აშლილობის დროს შეიძლება აზროვნება დაებინდოს, გონიერება დაკარგოს, მაგრამ ასეთ დროს არ კარგავს ზნეობრივ საფუძვლებს. ერთ-ერთი გამოჩენილი ფსიქიატრი ამბობს, რომ ადამიანს უნდა ეწოდებოდეს „ჰომომორალის“, რადგან ფსიქიკური აშლილობის შემთხვევაშიც კი, როდესაც ის გონიერებას ან სიბრძნეს კარგავს, მორალურ სფეროს ინარჩუნებს. წარმოიდგინეთ, რამდენად არსებითია ზნეობა ადამიანისთვის - მისი ფუნდამენტური თვისება. როდესაც პიროვნებას ვახასიათებთ, და ჩამოვთვალით მის პიროვნულ თვისებებს, რომ ის არის ჭკვიანი, ინტელექტუალი, მჭერმეტყველი, სამართლიანი, პატიოსანი, თავდადებული, მოსიყვარულე, ერთგული, - აქედან პირველი სამი წმინდა გონებრივ საზრისიანობის სფეროს მოიცავს, ხოლო დანარჩენი აბსოლუტურად ზნეობრივ კატეგორიებს განეკუთნება და ის განსაზღვრავს ამა თუ იმ ადამიანის პიროვნულ ღირსებას და ვიქმნით აზრს თუ როგორი პიროვნებაა ის.

ზოგადად, როდესაც პიროვნებაზე ვსაუბროთ, ის თავის თავში უნდა ატარებდეს ამ თვისებებს, ზნეობრივ მახასიათებელს. თუკი ის იცლება ამ თვისებებისგან, მაშინ პიროვნულობასაც კარგავს. თუკი ადამიანი შეგნებით, პიროვნული გადაწყვეტილებით უარს ამბოს ამ კატეგორიებზე, ღირებულებებზე თვისებბებზე, ამ კატეგორიებს ივიწყებს და ცდილობს მის უგულებელყოფას თავისი არჩევნით, ასეთ შემთხვევაშიც კი მისი სრული წაშლა ვერ ხორციელდება ინდივიდისგან, რადგან ეს ყველაფერი მისი არსის ფუნდამენტია და კი არ იკარგება, არამედ სინდისის სახით მისი მამხილებელი ხდება, იმ შემთხვევაშიც რჩება, როდესაც ის საღ აზრს კარგავს.

ახლა კი წარმოვიდგინოთ, რამხელა ზეწოლა ხორციელდება ადამიანზე, მის ცნობიერბაზე, როდესაც ძალით აკარგვინებენ მას ზნეობრივ თვისებებს და ეუბნებიან, რომ შენი ზნეობრივი მხარე არაფერს ნიშნავს, შენ როგორც გინდა იცხოვრე, რაც გინდა გააკეთე, შენ თავად საზღვრავ, რა არის შენთვის ღირებული, ზნეუბრივი იქნები თუ უზნეო... აი, ამ შემთხვევაში ხარ სწორედ თავისუფალი, რაც როგორც ვთქვით, ადამიანისთვის არის დამანგრეველი და დამღუპველი.

ზნეობრივ-მორალური კატეგორიებისგან დაცლის შემდეგ ადამიანის არჩევანი პიროვნულ თავისუფალ არჩევანად ვეღარ ჩაითვლება, უკვე არჩევანი არ არის. ეს არის შენი ბუნებითი არსის საწინააღმდეგო მოქმედება. თუ რომელიმე ადამიანს ნერვიული აშლილობა აქვს და მას ეს მდგომარეობა მოეწონა, რომც ამბობდეს, რომ ის მშვენივრად გრძნობს თავს არ უნდა არანაირი მკლურნალობა, და ამ დროს ხალხის რაღაც ნაწილმა მოითხოვოს კატეგორიულად, რომ ეს ადამიანი უცილობლად ამ მდგომარეობაში უნდა დავტოვოთ, არ უნდა დავეხმაროთ და ვამტკიცოთ, რომ ეს მისი თავისუფალი არჩევანია , ეს ხომ არასწორი იქნება! მეტიც, ამგვარი მიდგომა დანაშაულის ნიშნებსაც შეცავს, რადგან ზუსტად იცი, რომ ადამიანი სამკურნალოა.

როდესაც ადამიანი უკვე კარგავს თავის პიროვნულ ფუნდამენტურ თვისებებს, მორალურ-ზნეობრივ კატეგორიებს, არ შეიძლება სრულფასოვანი იყოს, სრულფასოვანი აზროვნება ჰქონდეს. აქედან გამომდინარე, არც სრულფასოვანი და სწორი არჩევანი შეიძლება ჰქონდეს. ის ფუნდამენტური კატეგორიები, მადლმოსილი, სასიკეთო თვისებები, რაც ადამიანს აქვს ღვთისგან ბუნებითად მიცემული, მისი სრულფასოვნების გამსაზღვრელია. თუკი ამ ყველაფრისგან იცლება ადამიანი, მერე არასწორედ აზროვნებს. არ შეიძლება, რომ მისი ნააზრევი ისევე საღად მივიჩნიოთ, როგორც ჯანსაღი ადამიანის ნააზრევი. როდესაც ადამიანს ნერვიული სისტემა ეშლება და ცდილობს აზრის ჩამოყალიბებას, ვიცით, რომ იგი სწორ აზრს ვერ ჩამოაყალიბებს. ასევე არის ამ შემთხვევაშიც, როდესაც ზნეობრივ ღირებულებებს აკლდება ადამიანი, მას არ შეუძლია ბოლომდე სრულად და სწორად აღიქვას ყველაფერი; არ შეიძლება, ადამიანს არ მიუთითო და არ დაეხმარო, დატოვო ასეთ მძიმე მდგომარეობაში.

ეკლესია ღვთის მადლის შეწევნა, დახმარებაა ადამიანისთვის. ქრისტეს განკაცება, მისი ყოველი მოქმედება არის დახმარება ადამიანის ცხონებისა და სამარადჟამო ყოფის მოპოვება, სამოთხეში დაბრუნებისთვის ღწვაა. ადამიანს აღარ შეეძლო თავისი შესაძლებლობით სამოთხეში დაბრუნება. სწორედ ამის გამო მოხდა მაცხოვრის განკაცება. ეს ყველაფერი, რასაც ეკლესია ქადაგებს, რასაც ასწავლის, ეს არის დახმარება ადამიანისთვის, რომ იგი ისევ სწორ გზაზე დააყენოს, დაანახოს საკუთარი მანკიერი სახე, როგორიც არ უნდა იყოს ადამიანი. ღმერთი, ყველა შემთხვევაში, გვერდითაა ჩვენს ბრძოლაში. თუმცა უფალი კი არის შენს გვერდზე, მაგრამ ამგვარი მსოფხედველობით შენ აღარ ხარ უფლის გვერდზე.

ადამიანის ზნეობრივ-მორალურ ბუნებით ღირებულებებს არ შეიძლება სამართლებრივი კუთხით მივუდგეთ, ასე აბსოლუტურად არასწორ შედეგს მივიღებთ, რადგან ხშირად სურვილი არ ნიშნავს იმას, რომ ის ადამიანისთვის სიკეთის მომტანი იქნება და არა პირიქით, სავალალო შედეგს არ მოუტანს მას. არ შეიძლება, რომ ადამიანმა ყველაფერზე ამტკიცოს, მე ასე მინდა და ამიტომ როგორც მე ვთვლი, ასე იქნება! ეს ვერ მოხდება იმიტომ, რომ შენი ბუნება არ გიშვებს, არ გაძლევს ამის საშუალებას. ეს ბუნებითი თვისებები იმდენად ფუნდამენტურად არის ადამიანში ჩადებული, რომ „მე ასე მინდა და შევცვლი, როგორც მე წარმომიდგენია“, ვერ ხორციელდება. შეიძლება დაამახინჯო რაღაცა, მაგრამ ვერ შეცვლი. შემდგომ კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში იგდებენ თავს ასეთ დამოკიდებულებაში მყოფი ადამიანები, გამოსავალს ვეღარ პოულობენ იმ მდგომარეობიდან რომელშიც ისინი აღმიჩნდნენ. ეკლესია ყოველთვის იბრძოლებს ნებისმიერი ადამიანის ცხონებისთვის და არაფრით უნდა აღიქვას ვინმემ, რომ ის რიყავს ადამიანებს. როცა ეკლესია ცდილობს საკუთარი შეცდომა დაანახოს, მოაქციოს და სწორ გზაზე დააყენოს ადამიანი, არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს თრგუნავს და შეურაცხყოფას აყენებს, პირიქით, სწორედ ეკლესია იბრძვის ადამიანის შენარჩუნებისთვის, მისი ღირსების დაცვისთვის, სწორად ჩამოყალიბებისთვის.

კაცობრიობის მთელ ისტორიას რომ გადავხედოთ, ვის დადებით ხსოვნასაც ვინარჩუნებთ, ყოველთვის ისეთი კატეგორიის ადამიანები არიან, რომლებიც გარდა იმისა, რომ მოაზროვნეები, გონიერები იყვნენ, ჰქონდათ სწორედ მაღალი ზნეობრივ-მორალური მახასიათებლები, გმირობის, განსაკუთრებული სიყვარულის, თავდადების უნარი და მოქმედება. იმავე პერიოდში ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობდა და დღესაც ცხოვრობს, რომლებიც აბსოლუტურად არ იყვნენ იმ სულიერი მდგომარეობისა, როგორისაც ზემოხსენებული ადამიანები იყვნენ და მათი მოქმედებაც სხვაგვარი იყო. შესაბამისად, მათი ხსოვნაც სხვაგვარია, რაკიღა მარადიული ღირებულებები არ ჰქონდათ, აქედან გამომდინარე, არც იმის უნარი გააჩნდათ, იგივე ქმედებები ჩაედინათ. ვნებით მოცული ადამიანი, მით უმეტეს, გაუკუღმართებულ, სოდომურ ცოდვაში მყოფი, რომლის აზროვნებაც მხოლოდ ამ ვნების ირგვლივ ტრიალებს, ზნეობრივ კატეგორიებს კარგავს და მისთვის თვითმიზანი ხდება ამ ვნების დაკმაყოფილება. ის ღირსებაზე და ღირებულებებზე ვეღარ აზროვნებს, არც არანაირი ნაბიჯის გადადგმა შეუძლია.

კაცობრიობის ისტორიაში ცნობილია ფაქტები, როცა განსაცდელის დროს ადამიანთა ნაწილი გარბოდა, ტოვებდა თავის ქვეყანას, ქრისტეს რჯულს უარყოფდა, მაგრამ იყვნენ ადამიანები, ვინც ინარჩუნებდა თავის რწმენას, ღირებულებებსა და საკუთარ ქვეყანას. მათი სახელებიც ამიტომ შემოინახა კაცობრიობამ. სწორედ მათმა ზნეობრიობამ გახადა სრულფასოვანი ყველა მათგანი. თუკი ადამიანი არ არის ზნებრივი ფასეულობების მატარებელი, ის თავის „მეს“, პიროვნულობას ვერ აღიქვამს ისე, როგორიც ის არის რეალობაში. არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანი დამახინჯებული კუთხით აღიქვამს თავის თავს, ამიტომ, თავისთავად, გადაწყვეტილებაც ასეთივე აქვს - არასწორი და მანკიერი. დღეს უკვე სამართლებრივ სფეროშია შემოსული ისეთი დამოკიდებულება, როდესაც ადამიანს თავს ნებით, საკუთარი გადაწყვეტილებით, ნათესავებისა და ექიმების დახმარებით შეუძლია სიცოცხლე შეიჩეროს, რასაც ევთანაზია ეწოდება. ზოგიერთ ქვეყანაში უკვე კანონითაა დაშვებული ეს ქმედება. ადამიანს აძლევენ უფლებას, თავი მოიკლას, რაც თვითმკვლელობის უფლების მიცემაა ქრისტიანული სწავლებისა და, ზოგადად, ადამიანის ძირითადი უფლებების - სიცოცხლის დაცვის საწინააღმდეგოდ. თუნდაც მას თავად უნდოდეს ეს, არ ესმოდეს, არ იყოს ფსიქიკურად გაწონასწორებული და ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს, შენ ამაში ხელი ხომ არ უნდა შეუწყო?!

ნუთუ სხვა პერიოდში არ იყვნენ ასეთი ადამიანები? პირველივე პერიოდიდან ჩანს ასეთი ადამიანების არსებობა, მაგრამ დამოკიდებულება სხვაგვარი იყო, და ქრისტიანობაში ხსნას ნახულობდნენ და ინათლებოდნენ. ეს მოციქულთა მიერაც არის აღწერილი, როდესაც საჭურისს ნათლავენ იმ შემთხვევაში, როდესაც მას სინანული გაუჩნდება და მოდის მათთან. ადამიანებში ღვთის მადლი სულ სხვადასვანაირად მოქმედებს. წარმოუდგენელია ადამიანმა განსაზღვროს, ღვთის მადლი როგორ მოქმედებს და რა შემთხვევაში მოაქცევს კაცს. შენ არ უნდა გქონდეს ისეთი იდეოლოგია, მსოფლმხედველობა, რომელიც ამ ადამიანს ხელს შეუშლის, თუ ის ღვთისკენ მობრუნდბა. ადამიანთა ჯგუფებს, გარკვეულ მიმდინარეობებს შეიძლება სჭირდებათ კიდევაც ასეთი ადამიანები, თითქოს იმის წარმოჩენისთვის, რომ ისინი კაცთმოყვარენი არიან. სინამდვილეში ეს სულაც არ არის კაცთმოყვარეობა. ამ ადამიანების გაუსაძლის ტკივილს ისინი ვერ გაიზიარებენ, როგორც არ უნდა უნდოდეთ და როგორც არ უნდა წარმოაჩენდნენ თავს, მას ტკივილს ვერ გაუქარწყლებენ. კანონთა დადგენებით და მათი ცხოვრების წესის ჩვეულებრივად წარმოჩენით მათ სულიერ ტკივილის განქარწყლება ვერ ხერხდება, არსებითად მათ ვერაფრით ეხმარებიან, რადგან ადამიანი რომელიც მამაკაცად იბადება, პიროვნულად მას სულ სხვა ფსიქოლოგია აქვს და ეს სულის თვისებაა, რომელიც ნივთიერებათა ცვლაზე სულაც არ არის დამოკიდებული. ამ დროს მას, თვისივე ნებით, სულ სხვა ფსიქოლოგიის ადამიანად - ქალად სურს ცხოვრება, რის გამოც თავის თავთან წინააღმდეგობაში მოდის, რაც ფსიქიკურ დაავადებას იწვევს, როდესაც ვერ აცნობიერებს, საერთოდ ვინ არის. ჩამოთვალონ, თუ შეუძლიათ, რამდენი ასეთი ადამიანი გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით, რომელიც სიბერით იყო გამოწვეული. შეიძლება ვერც კი ჩამოთვალონ, რადგან ისეთი იმუნური დაავადებები, ისეთი დეპრესიული, ფსიქიკური აშლილობები სდევს თან მათ ცხოვრებას, რომ ადრეულ ასაკშივე ხდება მათი გარდაცვალება. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მათი სულიერი და შინაგანი მდგომარეობა ასეთი იდეოლოგიებით არ თავისუფლდება.

აქვე აუცილებელია ვთქვათ, რომ სოდომურ ცოდვაზე ქადაგებებს ვერ ნახავთ. ეკლესიის მამები ყოველთვის ცდილობდნენ, ადამიანები დაეცვათ მანკიერი ცნობიერებისგან. ვინც თავისუფალია ამ ცოდვისგან, არც არის საჭირო ამის შესახებ ესაუბრო. მაგრამ თუკი შენ თვითონვე ილაპარაკებ ამ მდგომარეობაზე და მიაწვდი ადამიანებს ასეთ მანკიერებას, გამოდის, რომ თავადვე აწყებინებ ამ მანკიერებაზე ფიქრს, რითაც ხელს უწყობ ამ ცოდვის დამკვიდრებას. დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაა ამ მხრივ. როდესაც ტელევიზიები გადაცემების უძღვნიან ასეთ ადამიანებს და საზოგადოებისთვის სამსჯელო თემად აქცევენენ მათ, ეს ძალიან ცუდ შედეგს მოიტანს. სოციალური ქსელით მძიმე კადრების გარცელებას დღეს ბევრი მოზარდი ნახულობს, რითაც ინგრევა მათი ფსიქიკა, ირღვევა უფლებები, რაზეც არვინ საუბრობს. ამგვარი გაუბრალოება ამ სულიერი მანკიერებისა, თითქოს ჩვეულებრივია იმ ერისთვის, რომელიც ასეთი სარწმუნობრივი, კულტურული, ზნეობრივი ღირებულებების მატარებელია და ასეთი ისტორია აქვს გამოვლილი! დაუშვებელია, ეს გახდეს ძირითადი სამსჯელო თემა! არ უნდა ხდებოდეს ამ მდგომარეობის პოპულარიზაცია! ასე გაგრძელების შემთხვევაში არც უფალის პასუხი დააყოვნებს, შეიძლება ძალიან ცუდად მოგვკითხოს ამ ყველაფრის გამო. აუცილებელია კონკრეტულად იმ ადამიანებთან გვქონდეს საუბარი, როგორც ეკლესიას, ისე ფსიქოლოგს, რითაც შესაძლებელია ამ ადამიანებისთვის რეალური დახმარება.

ნანახია: (98)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას