დაგვიქნევს თუ არა 9 მაისს კრემლიდან ხელს სალომე ზურაბიშვილი?
მას შემდეგ, რაც ქვეყნის ნომინალურ პრეზიდენტს ისტორიული გამოსვლა ჰქონდა პარლამენტში „ოცნების“ დეპუტატების წინაშე, სულ უფრო მეტ ინტერესს იძენს მისი ყოველი ახალი ნაბიჯი საერთაშორისო ასპარეზზე.
ამ მხრივ მკითხველს უთუოდ დააინტერესებს საიტ https://censoru.net/-ის პოლიტიკური მიმომხილველის, იგორ იაკოვენკოს წერილი, რომელიც 2020 წლის მაისში მოსკოვში გასამართავ ღონისძიებას შეეხება. ეს გახლავთ ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების 75-ე წლისთავის 9 მაისის ზეიმი, რისთვისაც დიდი რიხით ემზადება პუტინის ხელისუფლება - ლამის მთელი მსოფლიო ჰყავთ წვეული საკუთარი საქვეყნო გამარჯვების აღსანიშნავ თარიღზე!
წერილის ავტორი ჩამოთვლის იმ ქვეყნების ხელმძღვანელებს, რომლებმაც განსაკუთრებული აღფრთოვანებით მიიღეს ეს მიწვევა: ესენი გახლავან საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი, სერბეთის პრეზიდენტი ვუჩიჩი, ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტი პენდაროვსკი, მოლდოვის პრეზიდენტი დოდონი, ჩეხეთის პრეზიდენტი ზემანი, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრუ მოდი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ პაშინიანი...
ხოლო ამის შემდეგ იგორ იაკოვენკო გვთავაზობს დამაფიქრებელსა და ჩვენი მკითხველისათვის თვალსაზრისს.
მივცეთ მას სიტყვა:
„იმ მოღვაწეების შემდეგ, რომლებიც სიხარულით იღებენ დაპატიჟებას, პუტინს წინდაწინ სურს სირცხვილში ჩააგდოს ისინი, ვინც არ ჩამოვლენ ამ დიდ ზეიმზე დასასწრებად, მით უმეტეს - ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან!
შესაძლოა, თავისი ცნობიერების სიღრმეში მას ბოლომდე არა აქვს გასიგრძეგანებული, რომ საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს და მოსკოვი აღარ არის დედაქალაქი არც უკრაინელებისთვის და არც - ქართველებისთვის და საერთოდაც -არავისი, რუსების გარდა!
სწორი გადაწყვეტილების ძიებაში, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ჟურნალისტების შეკითხვაზე, გაემგზავრება თუ არა 9 მაისს მოსკოვში, განაცხადა, რომ ჯერ კიდევ არ გარკვეულა და სავარაუდოდ ამ საკითხს 2020 წლის დასწყისში განიხილავს უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისთან ერთად, ოფიციალური ვიზიტის დროს,..
დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას 9 მაისის ზეიმში რუსეთის დედაქალაქში უკრაინის პრეზიდენტის მონაწილეობა, ჰოდა ზურაბიშვილს სურს, ზელენსკისთან შეაჯეროს გამგზავრების პრობლემა.
ცნობილია, რომ საქართველო და უკრაინა მეტისმეტად დაზარალდნენ პუტინის რუსეთის აგრესიისაგან, საკუთარი ტერიტორიების დაკარგვით; მაგრამ მთავარი ის გახლავთ, რომ ზურაბიშვილსაც და ზელენსკისაც მათი ოიპონენტები პუტინის მარიონეტებს უწოდებენ!“
აქ წყდება იგორ იაკოვენკოს მსჯელობა, ხოლო რა იმედი უნდა ჰქონდეთ ზურაბიშვილისა და ზელენსკისა ქართველებს და უკრაინელებს - წარმოიდგინოს თვითონ მკითხველმა!
ნანახია: (1938)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას