წმ.თეოდისი დიდი კინოვიარქი, რომელმაც თავის მონასტერში ყველა ეთნოსისთვის ცალკე სამლოცველოები ააშენა, სადაც ბერძნები, სირიელები, ეგვიპტელები, ქართველები, სომხები... საკუთარ ენაზე ადიდებდნენ უფალს.
''მეფეო! თუკი ჩვენ ამგვარი არჩევანის წინაშე ვდგავართ - ან ცოდვის მონობაში ვიყოთ და თავისუფლებას მოვაკლდეთ, უთაოთა(აკაფელთა, სევეროსის მწვალებელობის მიმდევართა) შედგომით, ანდა პატიოსნად მოვკვდეთ წმიდა მამათა ჭეშმარიტი დოგმატების აღიარებით, - მაშინ იცოდეთ, რომ ჩვენ სიკვდილი გვირჩევნია. იცოდეთ, რომ იძულებით არავის მივიღებთ სულიერ ერთობაში უთაოთა(სევეროსის მიმდევართა) მიერ ხელდასხმულთაგან და სიკვდილამდე შეგეწინააღმდეგებით. სიხარულით დავდებთ თავს ჩვენი სამშობლოსთვისაც და მართლმადიდებლობისთვისაც, და ამას მაშინაც აღვასრულებთ, თუნდაც ეს წმინდა ადგილები და სავანეები ცეცხლში ვიხილოთ. რაში გვჭირდება მხოლოს სახელწოდება წმინდა ადგილთა, თუკი ეს სიწმინდები მწვალებელთაგან შეგინებულნი იქნებიან?!''.
(წმ.თეოდოსი დიდი. ''წერილი იმპერატორ ანასტასის").
წერს გელასი აროშვილი
ნანახია: (167)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას