logo.png

მამა გიორგი სხილაძე

ეპისკოპოსის მნიშვნელობა

Თუკი საავადმყოფოს დირექტორი, განყოფილების გამგე ან მთავარი ექიმი არის უცოდინარი, უგულო ან მალული დამნაშავე, მის მცოდნე, პატიოსან, კაცთმოყვარე და უანგარო რიგით ექიმთან მისული ავადმყოფის თუ მიყვანილი დაჭრილის განკურნების ალბათობა დაბალია, რადგან ეს დამოკიდებულია იმ პირობებზე -- სწორი წამლების, ვარგისი ქირურგიული იარაღების, ხარისხიანი სამედიცინო აპარატურის მიწოდებასა და ჰიგიენური პირობების შექმნაზე --, რასაც სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელობა წარმართავს.

-- Რაღა დავწეროთ (ვთქვათ) მთავარ მღვდლებსა ანუ მღვდელმთავრებსა და ,,დირექტორზე", მამამთავარზე (პატრიარქზე), რომელთა მიერ მოწოდებულ ცოდნა-ქადაგებასა და საღვთისმეტყველო ლიტერატურაზე კი არ არის, მხოლოდ, დამოკიდებული საშუალო სამღვდელოების (ხუცესების), დაბალი სამღვდელოების (დიაკვნების), ბერ-მონაზვნებისა და მრევლის სულიერ-გონებრივი მდგომარეობა; მათ შორის, ხორციელი ექიმებისგან განსხვავებით, სუფევს უხილავი და საიდუმლო (მისტიური) კავშირიც, ლოცვითა და ზიარებით შესისხლხორცებული, რაც მღვდელმთავრის (ეპისკოპოსის) არაერეტიკულობის და არაუწმინდურობის შემთხვევაში, მისი და მისი სამრევლოს გადარჩენის (ცხოვნების) საწინდარია. Წინააღმდეგ შემთხვევაში, წინამძღვარიც იღუპება და მისი სამწყსოც, როგორც გემი -- კაპიტანთან ერთად. Ამ მოცემულობიდან გამომდინარე, ღიმილის მომგვრელია დამწყები მორწმუნეების ხშირი წამოძახილი: ,,მე კარგი მოძღვარი მყავს და მისი ,,უფროსები" რას აკეთებენ ან არ აკეთებენ, რა ჩემი საქმეა?! Მათ ღმერთი მოჰკითხავს!". -- Შენი სულიერი მამა პიროვნულად სანიმუშო რომც იყოს, თუკი მისი -- იგივე შენიც -- ეპისკოპოსი იუდაა, სულით ან ხორცით, უხილავად ისიც იუდას დაემსგავსება, თუკი მას არ განეშორება.

Როცა საეკლ. ხომალდი იძირება, სხვებსაც უნდა უშველო და საკუთარ თავსაც: ან სხვა გემში უნდა გადაცურო; ან გადმოხტე და მაშველ რგოლს განგება გადმოგიგდებს. Ასე იქცეოდნენ წმინდანები, რადგან მათ ამის ცოდნაც ჰქონდათ და გამბედაობაც (ამის ყველაზე კლასიკური მაგალითი წმ. Მაქსიმე აღმსარებელია; Გაეცანით მის ცხოვრებას!).

-- Ვისაც ეს ეკლესიური იდუმალკავშირი არ სწამს, მას არც ღმერთი სწამს.

დეკანოზი გიორგი სხილაძე.

ნანახია: (124)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას