"ვის შეიძლება აღიზიანებდეს საქართველოს ეკლესიაში მოპარპაშე ჰედონისტური, ჰომოსექსუალური, პედოფილური და მრუშული ლობის მხილება?
პასუხი: მას, ვისაც ზემოთჩამოთვლილი მდგომარეობები და ცოდვისადმი ურცხვი სიყვარული ახასიათებს;
ვინ შეიძლება იზიზღებდეს უზნეობისა და ქრისტიანული სწავლებისათვის მიუღებელი მდგომარეობის მამხილებელს?
პასუხი: ის, ვინც უზნეობას ნორმად ასაღებს და შთაფლულია უხამსობის ვნებებში;
ვინ შეიძლება გადადიოდეს ცილისწამებაზე, ბილწსიტყვაობასა და აგრესიაზე ოპონენტთან პოლემიკისას — კეთილსინდისიერი ქრისტიანი, თუ ხელმოცარული და ბოროტი სულისაგან შეპყრობილი აღვირახსნილი? ცხადია, ეს უკანასკნელი.
ამდენად, სრულებით არ მიკვირს თუ რატომ ვერ იტანენ, რატომ აგინებენ, რატომ წყევლიან, რატომ ემუქრებიან და რატომ სწამებენ ცილს მორალურად და სულიერად გარყვნილი ადამიანები – პატიოსან კრიტიკოსებს. ეს ძალიან კანონზომიერი, ნორმალური და აუცილებელიცაა.
P.S. ჩვენს ეკლესიას თუ დავუკვირდებით, ძალიან ხშირად, ჰომოსექსუალებს უფრო სძულთ ჰეტეროები, ვიდრე ჰომოფობებს გეები..."
წერს თეოლიგი გიორგი ტიგინაშვილი.
ნანახია: (206)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას