წარმოგიდგენთ 1977 წლის 16 დეკემბრის სკანდალური სინოდის სხდომის ოქმს. ოქმში იმ დიდი გაწევ-გამოწევის და ჩხუბის დავარცხნილი, ოფიციალური ვერსიაა წარმოდგენილი. ილია შიოლაშვილმა მაგრად იბრძოლა პატრიარქობისათვის და საბოლოოდ მოწინააღმდეგეები გაანადგურა.
ოქმი
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომის 1977 წლის 16 დეკემბრის დღის 12 საათზე შედგა სრულიად საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა, რომელსაც დაესწრნენ:
1. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყრდე მიტროპოლიტი ილია;
2. ბათუმ-შემოქმედის და ჭყონდიდის მიტროპოლიტი რომანოზი;
3. თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ზინობი;
4. წილკნელი მიტროპოლტი გაიოზი;
5. მანგლელი ეპისკოპოსი გიორგი;
6. ალავერდელი ეპისკოპოსი გრიგოლი და
7. ბოდბელი ეპისკოპოსი ილარიონი;
8. სხდომას სინოდის წევრთა მოწვევით დაესწრო კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი გ. მშვიდობაძე ოქმი შესადგენად.
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
1. მოსაყდრე მიტროპოლიტ ილიას მოსკოვში გამგზავრების მიზეზი და იქაური თათბირის შინაარსის მოხსენება.
2. წილკნელი მიტროპოლიტის მთავრობის სახელზე გაგზავნილი ტექსტი.
3. საეკლესიო კრების და ინტრონიზაციის თარიღის დადგენა.
4. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ასარჩევ კანდიდატის დასახელება.
პირველ საკითხზე კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყრდე მიტროპოლიტმა ილიამ გააცნო სინოდს, რომ ზაგორსკში თათბირი იყო ნეიტრონული ბომბის მომზადების და გავრცელების დაგმობის შესახებ.
მეორე საკითხში წილკნელმა მიტროპოლიტმა გაიოზმა წაიკითხა სრული ტესტი მთავრობის სახელზე გაგზავნილი.
საეკლესიო კრების და ინტრონიზაციის დღეთ დანიშნულია ა/წ. 23-25 დეკემბერი.
კანდიდატის დასახელებაზე:
მანგლელი ეპისკოპისი გიორგი ასახელებს სრულიად საქართველოს კატოლიკოს-პატრიარქად ასარჩევ კანდიდატად სოხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილიას.
ალავერდელი ეპისკოპოსი გრიგოლი ასახელებს კათოლიკოს-პატრიარქად ასარჩევ კანდიდატად სოხუმ-აფხაზეთის მიტროპოლოტ ილიას.
მეუფე ბოდბელი ეპისკოპოსი ილარიონი არ ასახელებს პატრიარქად ასარჩევ კანდიდატს.
მიტროპოლიტი გაიოზი არ სცნობს სინოდის სხდომას კანონიერად.
მიტროპოლიტი რომანოზი არ ასახელებს კანდიდატს და ამბობს, რომ აირჩიონ ახალი მოსაყრდე.
მიტროპოლიტი თეთრი-წყაროელი ზინობი ასახელებს კანდიდატად კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრეს სოხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილიას.
მოსაყდრე მიტროპოლიტი ილია თანახმობას აცხადებს მის კანდიდატად დასახელებაზე.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე მიტროპოლიტი (ილია)
თეთრი-წყაროელი მიტროპოლიტი (ზინობი)
მანგლელი ეპისკოპოსი (გიორგი)
ალავერდელი ეპისკოპოსი (გრიგოლი)
სიმართლით აღვიარებ წმიდა სინოდზე არავინ დამისახელებია (ეპისკოპოსი ილარიონი ბოდბელი)
ასლი დედანთან სწორია:
საპატრიარქოს მდივანი (გ. მშვიდობაძე)
——
განჩინებას ხელი არ მოაწერეს მიტროპოლიტებმა, ბათუმ-შემოქმედელ-ჭყონდიდელი რომანოზმა და წილკნელმა გაიოზმა
დეკანოზი ილია ჭიღლაძე
ნანახია: (176)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას