მრავალგზის ვამხილე ილია მეორის და მისი ხროვის ანტიეკლესიური და ანტიეროვნული საქმიანობა 2016 წლიდან დაწყებული, კრეტის დიდ საეკლესიო კრებაზე არ წასვლის გამო, განსაკუთრებით 2018 წლის შემოდგომიდან დღემდე, როდესაც საპატრიარქომ ღიად დაიჭირა ანტიუკრაინული/პრორუსული პოზიცია, გადავწყვიტე თავი მოვუყარო ყველა საკითხს, რომ კიდევ ერთხელ ნათელვყო, რას ვერჩი მე მას და რა ბრალდებებს ვუყენებ, რის გამოც 2021 წელს საპატრიარქოში შურისძიებით აღვსილებმა კაიაფასებრი “სამართლით” დამსაჯეს, ხოლო ჩემი ეს მრავალწლიანი კრიტიკა და ბრალდებანი ცილისწამებად გამოაცხადეს 2021 წლის თებერვლის სინოდის სხდომაზე:
1. კათოლიკოს-პატრიარქად ათეისტური საბჭოთა ხელისუფლების მიერ 1977 წლის 23-25 დეკემბერს დადგენილ (დანიშნულ) ილია მეორეს, იგივე ირაკლი შიოლაშვილს ბრალს ვდებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიტაცებაში და პირად საკუთრებად ქცევაში 1977 წლის დეკემბრიდან მოყოლებული დღემდე!
2. ბრალს ვდებ ეკლესიის შეგნებულ გახრწნაში და გახრწნილებისა და ანგარების სულის გაბატონებაში! რასაც სრულყოფილად ამტკიცებს 2021 წელს გამოქვეყნებული სუსის კრებსებიც, რომელზედაც თვალი დახუჭა საპატრიარქომ.
3. ბრალს ვდებ ამორალური და უვიცი პირების მღვდლებად და მღვდელმთავრებად აღზევებაში მასობრივად, რითაც ეკლესია გახდა “ქუაბ ავაზაკთა”!
4. ბრალს ვდებ სინოდის არსის და ფუნქციის დეგრადაციის, გახრწნისა და ფიქტიურობისათვის!
5. ბრალს ვდებ საეკლესიო და საპატრიარქო შემოსავლების, რაც 1977 წლიდან მოყოლებული მილიონობით რუბლი და შემდგომ კი მილიონობით ლარი იყო და არის, უკონტროლო ხარჯვასა და გაფლანგვაში!
6. ბრალს ვდებ დიდი სჯულისკანონის დე-ფაქტო გაუქმებისა და აბუჩად აგდებისათვის, რადგან არ დარჩა საეკლესიო კანონი, რომელიც მან ფეხით არ გათელა!
7. ბრალს ვდებ სასულიერო პირთა მიერ პედოფილიის და სხვა სექსუალური დანაშაულებისთვის ხელის დაფარებაში და ხელშეწყობაში!
8. ბრალს ვდებ საქართველოს ეკლესიის რუსეთის ეკლესიის ფილიალად ქცევაში და საპატრიარქოს ფსბ-ს კონტროლქვეშ მოქცევისათვის, ხოლო მოსკოვის საპატრიარქოს მიერ აფხაზეთის და ცხინვალის ეპარქიების და ტაძრების მიტაცების გამო დანაშაულებრივი დუმილისათვის!
9. ბრალს ვდებ რუსეთის დავალებით 2016 წელს კონსტანტონოპოლის-ახალი რომის დიდი ეკლესიის წინააღმდეგ ობსტრუქციისთვის, მსოფლიო პატრიარქის მიერ კრეტაზე მოწვეულ საერთომართლმადიდებლურ დიდ კრებაზე არ წასვლის და ურჩობისათვის, რითაც შელახა საეკლესიო წესრიგი და ფეხქვეშ გათელა მსოფლიო საპატრიარქოს კანონიკური სტატუსი და უფლებამოსილება მოსკოვის საპატრიარქოს სასარგებლოდ და საამებლად!
10. ბრალს ვდებ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის არ აღიარებისა და რუსული კრემლისტური ცრუ ეკლესიის მხარდაჭერისათვის!
11. ბრალს ვდებ ეკლესიის სოციალურ-ჰუმანიტარული ქრისტესეული და სამოციქულო მსახურების გაუქმებისათვის, რითაც საპატრიარქო აქცია ფულის და სიმდიდრის დაგროვების წყაროდ, რომელიც რეალურად არავის ეხმარება, მათ შორის არც გაჭირვებულ და ავადმყოფ სამღვდელო პირებს და მრევლს, რითაც ქრისტეს მთავარ მცნებებს ფეხით თელავს!
12. ბრალს ვდებ უძველესი და უნიკალური საეკლესიო მემკვიდრეობის ძეგლების - მრავალსაუკუნოვანი ტაძრების და მონასტრების უზრუნველობაში, ჩაოხრებასა და განადგურებაში! მათი მდგომარეობით არ დაინტერესებაში და მილიონობით ლარის გახარჯვაში ახალ მეგალომანიურ მშენებლონებში (სამება, მახათა, ბოდბე და სხვა), მაშინ როდესაც უძველესი უწმინდესი ბრწყინვსლე ტაძრები თავზე გვენგრევა და ცხოველთა ბუნაგებად და ექსკრემენტებითაა სავსე მთელ საქართველოში!
13. ბრალს ვდებ ლიტურგიკული საღვთისმსახურო ქაოსის და უწესრიგობის გამო, რუსული ლიტურგიკული უკანონო გავლენების არამოძირკვის და საეკლესიო შერყვნილი წიგნების (კონდაკი, ჟამნი და სხვა) აკადემიური გასწორებული და სავალდებულო ვერსიის არ შემუშავებაში, რის გამოც ერთის მხრივ დღემდე გაბატონებულია ეგზარქოსთა პერიოდში გამოცემული შერყვნილ-დამახინჯებული რედაქციები, მეორეს მხრივ გასაქანი მიეცა ცალკეულ სასულიერო პირთა მიერ საეკლესიო წიგნების თვითნებურ და არააკადემიურ შესწორებებს და გავრცელებებს.
14. ბრალს ვდებ საეკლესიო გალობის შერყვნაში საკუთარი და სხვა თანამედროვე ავტორების მდაბიო საგალობლების გავრცელებით, ე.წ. ბიზანტიური გალობისთვის რეალურად ხელის ვერ შეშლაში, რითაც ტრადიციული უძველესი ქართული საეკლესიო გალობა შეურაცხყო და საფრთხეში ჩააგდო. ამასთან ქართულ ეკლესიაში გაუქმებულია და მივიწყებულია ე.წ. რვა ხმათა გალობის წესი, რაც მართლმადიდებლურ ტრადიციას ეწინააღმდეგება.
15. ბრალს ვდებ საკუთარი თავის გაღმერთებაში, მღვდელმთავრების, სამღვდელოების და მრევლის დამონებასა და ზომბირებაში!
16. ბრალს ვდებ არასწორი და ერეტიკული (ანუ მწვალებლური) საღვთისმეტყველო სწავლებების გავრცელებაში, მათ შორის: პირადი ცოდვის შთამომავლობაზე გადაცემის, ღმერთის მიერ ამის გამო უდანაშაულო ადამიანების, მათ შორის უმანკო ბავშვების დასჯასა და მოკვდინებაში ბრალდებისთვის, რითაც ის ქადაგებს ბოროტი და უსამართლო ღმერთის თაყვანისცემას!
17. ბრალს ვდებ სტალინის სისხლიანი და ანტიქრისტიანული პიროვნების განდიდებისა და მითოლოგიზირება-მისტიფიკაციისთვის, რითაც სტალინიზმის, და მის უკან მდგომი კომუნიზ-ბოლშევიზმის და რაშიზმის ავტომატური ხელშემწყობი გახდა!
18. ბრალს ვდებ მღვდელმონაზონ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილის და მისი მიმდევრების აქამდე ისტორიაში გაუგონარი ერეტიკული და მკრეხელური სწავლებების არ გასამართლებისათვის და არ განკვეთისათვის, რითაც ირიბად ხელს უწყობს ამ შლეგურ-იმბეცილური სწავლებების და სექტის გაძლიერებას და ეკლესიის წიაღში (მრევლი, მღვდლების ნაწილი) გაძლიერებას! დღეს ქართული ოჯახების დიდ ნაწილს ქრისტეს და ღვთისმშობლის ხატების გვერდით “ღმერთ-მეფე” ნარიმანის სურათები აქვს ჩამოკიდული, ხოლო პატრიარქი და სინოდი, ვისაც ეკისრება ორთოდოქსიის დაცვა და წმინდა დოგმატების სწავლება, დუმან!
19. ბრალს ვდებ ბოლო წლებში საქართველოში აღმოცენებული შიზოფრენიულ ფსევდო-რელიგიურ და ფსევდო-ისტორიული მითოლოგიის გავრცელების გამო დუმილს, რომლის თანახმადაც ქრისტე და მარიამ ღვთისმშობელი ქართველები იყვნენ და ა.შ.! ეს ბოდვები სულ უფრო ინტენსიურად ატაცებული ხდება ქართველ ხალხში, რაც საყოველთაო ეროვნული შიზოფრენიის და იმბეცილიზმის ტრაგიკული ფაქტია.
20. ბრალს ვდებ ეკლესიის მარიონეტულ-კოლაბორაციონისტული ქოცნების ხელისუფლებისთვის ირიბ და ფარულ დამორჩილებაში!
21. ბრალს ვდებ ხელისუფლებებთან მუდმივი ალიანსის და ანგარებითი გარიგებების გამო, რის საფასურად ის მუდამ მზად იყო ქვეყანაში არსებულ ყველანაირ უსამართლობაზე და უკანონობაზე თვალი დაეხუჭა მდიდართა და გავლენიანთა ამა სოფლისათა საამებლად!
22. ბრალს ვდებ 1991-1992 წლების სისხლიანი გადატრიალების მხარდაჭერის და ძმათამკვლელი ომის წაქეზებისთვის, რითაც სასიკვდილოდ გაწირა პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია და მრავალი პატრიოტი ქართველი! 2001 წელს მარჯანიშვილის თეატრში ეროვნულ მოღვაწედ და გმირად, პატრიარქის ღირსეულ მრევლად და თანამოღვაწედ გამოაცხადა ჯაბა იოსელიანი, ხოლო 2003 წელს სიონის საპატრიარქო ტაძარში თავადვე წესი აუგო და დიდი პატივით დამარხა დიდუბის პანთეონში! დუმდა სამეგრელოს აოხრებაზე, დუმდა თბილისში მშვიდობიანი აქციების დახვრეტებზე!
23. ბრალს ვდებ აფხაზ და ოს სეპარატისტებთან მოლაპარაკებების არ წარმოებისთვის, პირიქით - საკუთარი დესტრუქციული ქმედებებით გააღრმავა აფხაზთა და ოსთა სეპარატაზმი და ანტიქართული პოზიცია! არადა, როგორც საქართველოს პატრიარქს, ეკისრებოდა ქრისტიან აფხაზებზე და ოსებზე მამობრივი მზრუნველობა და სიახლოვე, მაგრამ მან საამისოდ 1977-1992 წლებში არაფერი გააკეთა!
24. ბრალს ვდებ ეკლესიაში და ქვეყანაში კრიმინალური მენტალიტეტის და პირების ხელშეწყობისა და წახალისებისათვის!
25. ბრალს ვდებ ადამიანების სასიკვდილოდ გაწირვისა და გამეტებისათვის, მათ შორის მიტროპოლიტ გაიოზ კერატიშვილის, ეპისკოპოს ილარიონ სამხარაძის, პრეზიდენტ გამსახურდიას და მისი მომხრეების!
26. ბრალს ვდებ სამღვდელოებაში და ხალხში თავისი პირდაპირი თუ ირიბი ქმედებების წყალობით ფანატიზმის და სიბნელის აღორძინებისთვის!
27. ბრალს ვდებ საკუთარი ოჯახის, ანუ შიოლაშვილების კლანის გაბატონებაში საქართველოს ეკლესიაში: საეკლესიო კანონთა დარღვევით მიტროპოლიტად აღაზევა ძმიშვილი, საკუთარ ძმას და დას (ვიქტორი და ნინა) ხელთ უგდო საეკლესიო შემოსავლები. 1977 წლიდან 1990-იან წლებამდე ვიქტორ შიოლაშვილის გავლენა იმდენად ძლიერი იყო, რომ “ნომერ მეორე პატრიარქს” უწოდებდნენ.
28. ბრალს ვდებ თვით 2008 წლის ომის შემდგომ პუტინის ქება-დიდების და არ მხილებისათვის!
29. ბრალს ვდებ სამონასტრო ცხოვრების პროფანაციისთვის და ბერმონაზვნობის გახრწნისთვის!
30. ბრალს ვდებ საეკლესიო სასწავლებლებში (საპატრიარქოს უნივერსიტეტები, აკადემიები, სემინარიები, გიმნაზიები) განათლების და ცოდნის დაბალი დონის და სიბნელისათვის, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ნაჩუქარი 25 მილიონის ხარჯზე არსებობენ!
31. ბრალს ვდებ საეკლესიო სასამართლოს არ არსებობისთვის!
32. ბრალს ვდებ საქართველოს ღალატში, მტერი იმპერიალისტური რუსეთის სახელმწიფოს მარიონეტობასა და მონობაში!
33. ამ ყველაფრიდან გამომდინარე ილია შიოლაშვილი არის ახალი იუდა ისკარიოტელი, ქრისტეს და მისი სამწყსოს გამყიდველი და წამბილწველი!
დეკანოზი ილია ჭიღლაძე
11.08.2023წ.
ნანახია: (276)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას