logo.png

Tamaz Lomidze· 

თქვენი, ყველას აზრი საინტერესოა:

"წარმოიდგინეთ, რომ ერთი, ძლიერი და აგრესიული ქვეყანა შეიჭრას მეორე ქვეყნის საზღვრებში, დაამხოს ეროვნული ხელისუფლება, დააპატიმროს და მოკლას იმ ქვეყნის ეკლესიის მეთაური, წაართვას ეროვნული ტაძრები, დაიკავოს მისი ტერიტორია, დახოცოს და განდევნოს იქაური ხალხი, შემდეგ სისხლში ჩაახშოს მათი აჯანყება. მოკლედ გადაუაროს და გაანადგუროს სამხედრო ძალით. შემდეგ თვათმაქცურად საკუთარი ტაძრები ააშენოს იმ დაპყრობილ ქვეყანაში, იქვე ტაძართან ჩააყენოს საკუთარი, მკვლელი ჯარი, ზედ მიაბას საოკუპაციო მმართველობა და უნამუსოდ გვიმეორებდეს: მერე რა, რომ დაგიპყარით, ჩვენი ტაძარი წმინდაა, ამას არ შეეხოთ, მანდ, შიგნით ღმერთია და არც მასთან და არც მასთან მყოფთა ხელის ხლება არ შეიძლება, თორემ შიგნით მყოფი ღმერთი დაგსჯითო. ხომ ვიქნებით პრიმიტიული ცხოველები (ქრისტიანობაზე ზედმეტია საუბარი), რომ დავიჯეროთ, რომ დამპყრობლებმა და მკვლელებმა რადგან ტაძრის ფორმის შენობა ააშენეს, შიგ ღმერთია და სიწმინდე? როგორ შეიძლება ბოროტებაზე და ჩაგვრაზე წმინდა ტაძარი აშენდეს? დაფიქრდით, განა ეს არ უნდა ესმოდეს ღვთის შვილს და ქრისტიანს?"

დეკანოზი თამაზ ლომიძე.

ნანახია: (492)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას