რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ ეკლესიამ და კერძოდ სასულიერო პირებმა დაიბრუნონ საზოგადოების ნდობა?
"პათეიკურად თუ არ ჟღერს ვიტყოდი, რომ საქართველოს ეკლესიამ უნდა დააწესოს სავედრებელი მსახურების პარაკლისი, რომელიც მიეძღვნება ისტორიულად იერარქიის მიერ ჩადენილი ცოდვების მონანიებისთვის ვედრებას. ამ მსახურებაში უნდა ჩაერთოს მორწმუნე საზოგადოება. ძალიან მცირე ღირსეულ სამღვდელოთა "გვერდით" ჩვენს ისტორიაში ბევრია უღირსი სასულიერო პირები. მე საშინლად მზარავს იმის გაფიქრება, რომ მე -17 საუკუნეში საეკლესიო კრებამ დაწყევლა ტყვეთა სყიდვაში ჩართული ყველა ადამიანი, მაგრამ თითქმის შემდგომი ორი საუკენე ეკლესია ამ ცოდვის (წყევლის!) ქვეშ იყო, გაბღენძილი ეპისკოპატი მონაწილეობდა ტყვეთა სყიდვაში! ადრეული თუ შემდგომი ეპოქის კიდევ რამდენი ცოდვიანი საქმე ახსოვს ჩვენს ისტორიას სასულიეროთა მონაწილეობით, ღმერთმა უწყის. ამ ცოდვის დამანგრეველი მნიშვნელობა უნდა გვესმოდეს, როცა ქრისტიანობაზე ვსაუბრობთ. ქრისტეს ეკლესიამ ცოდვათაგან განთავისუფლებისთვის სინანული და აღსარება დააწესა. ეს პროცესი უნდა დაიწყოს, საჯარო პროცესი, ეკლესიის თაოსნობით!"
თეოლოგი ვლადი ნარსია.
ნანახია: (484)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას