logo.png

Vladi Narsia

"შიო მუჯირი, ანდრია ჯაღმაიძე და მათი მეგობრები საქართველოს საპატრიარქოში აგრძლებენ ეკლესიის მართვის კგბესეულ ტრადიციას, რომლის შესახებ არაერთხელ მითქვამს. მანამდე ამ ტრადიციის ერთგული და გამაძლიერებელი იყო ილია მეორე და მასთან ასოცირებული კლანი, რომლის დედაბოზი „ნიჭიერი“ ქალბატონი, მატრიარქი შორენა თეთრუაშვილი გახლავთ. სწორედ მისი ნიჭების წყალობით და დევიზით - „კგბ-ეს ებარებოდე“ იყო გარანტირებული ილია მეორეს უსაფრთხოება და რეპუტაცია წილხვედრში, ვიდრე ამ ბოროტების მხილებას არ შეეწირა მიტროპოლიტი პეტრე ცაავა 2019 წელს. მას შემდეგ, უკვე ახალ რეალობაში, ჩვენ თავისუფლად და დარწმუნებით ვსაუბრობთ საპატრიარქოზე, როგორც ანტიქრისტიანულ საქმეების შემოქმედზე, რომელიც ციანიდის, დარიშხანის, ვაზელინის და კიდევ სხვა ალქიმიების მამათმთავარია ამ ქვეყანაში.

2019 წლის შემდეგ სიცრუის ფარდა ჩამოიხსნა, მაგრამ როგორც ჩანს საკურთხევლის კრეტსამბელის მიღმა ისევ გრძელდება სისაძაგლები. ქრისტიანებს უნდა ახსოვდეთ, რომ იესო ქრისტემ ერთხელ ჩამოხია საკურთხევლის კრეტსამბელი და ამისთვის ჯვარზე მსხვერპლის გაღება გახდა საჭირო. ამიტომ, ვისაც აქვს სურვილი ჩამოხიოს საპატრიარქოს ბნელი კრეტსამბელი, რომელიც კგბ მიერ არის აღმართული, უნდა შეუერთდეს 2019 წელს სიმართლის და სიწმინდისთვის დაწყებულ ბრძოლას, იქნება ეს სასულიერო თუ საერო, ვისაც სურს ჩვენი ქვეყნის განთავისუფლება რუსეთისაგან.

თუ რამე სიმართლეა შიოს მოწამვლაში (თუმცა, ნახევრად მოწამვლის არ მჯერა, ისე როგორც ნახევრად ფეხმძიმობის!), ერთი რამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, შიო მოწამლა მისმა არჩეულმა რუსულმა კურსმა, რომლის შემადგენელი ნაწილია ციანიდი, დარიშხანი და რაც მთავარია, სიკვდილის მომასწავებელი რუსული იდეები. შიო ფიზიკურად „გადარჩა“ მაგრამ იგი მომავალშიც გააგრძელებს ეკლესიის მოწამვლას რუსული იდეებით. ამაზე ვიფიქროთ!"

წერს თეოლოგი ვლადი ნარსია.

ნანახია: (340)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას