logo.png

დეკანოზი ილია ჭიღლაძე

 

როგორ გააქრო კათოლიკოს-პატრიარქ დავით მეხუთის მიერ დატოვებული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კუთვნილი 5 მილიონი საბჭოთა მანეთი 5 წლის მანძილზე (1978-1983) უკვალოდ და ყოველგვარი ანგარიშგების გარეშე ილია მეორემ?!

1977 წლის 9 ნოემბერს გარდაცვალებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დავით მეხუთემ მომდევნო პატრიარქს დაუტოვა თავისი 5 წლიანი პატრიარობის დროს შემნახველ სახბანკის სალაროში მოგროვილი 5 მილიონი მანეთი. ეს იმ დროისთვის კოლოსალური თანხა იყო, შეგახსენებთ საშუალო თვიური ხელფასი საბჭოთა კავშირში 100 მანეთიდან იწყებოდა. ეს თანხა ძირითადად შეგროვილი იყო საპატრიარქოს წმინდა სანთლის საწარმოს მოგებიდან. დავით მეხუთის გარდაცვლებისას თანხა იქნა დალუქული და ახალი პატრიარქის კურთხევამდე კაპიკი არ მოკლებია, კურთხევის მერე თანხის განკარგვის უფლება ერთპიროვნულად გადავიდა ილია მეორის ხელში, ანუ 1977 წლის 25 დეკემბრიდან მოყოლებული. ერთი წლის შემდგომ 5 მილიონიდან დარჩენილი იყო მხოლოდ 2.5 მილიონი მანეთი, ანუ ამ ერთ წელში 25.12.1977 -დან 1978 წლის დეკემბრამდე 2 500 000 მანეთი გააქრო ილია მეორემ. აი მოწმობა მისი ქორეპისკოპოსის (1978-1979 წწ), მიტროპოლიტ შიო ავალიშვილისისა, რომელსაც როგორც პატრიარქის ქორეპისკოპოსს, ხელი მიუწვდებოდა საპატრიარქოს ფინანსურ საკითხებზე:

"1978 წლის დამლევს, იმ დროს, როდესაც მიტროპოლიტი შიო ავალიშვილი იყო ქორეპისკოპოსად, საპატრიარქოს საქართველოს სახბანკში ანგარიშზე ჰქონდა ორნახევარი მილიონი მანეთი; განვლილ ოთხნახევარ წელში შემოვიდოდა დაახლოებით ამდენივე. დღეს ამ თანხიდან აღარაა არაფერი. ქაოსმა ჩაყლაპა ხუთი მილიონი მანეთი და სადღაც ნისლს იქით იხედება მხოლოდ თქვენი საზაფხულო რეზიდენცია მარტყოფში." აქვე წერს მეუფე შიო ავალიშვილი ილია მეორის მიერ მაღალ ფასებში დიდძალი ანტიკვარიატის შეძენის შესახებ (იხ. მიტროპოლიტ შიო ავალიშვილის და ეპისკოპოს ამბროსი ქათამაძის საპროტესტო წერილი პატრიარქს, 1983 წ.). აღსანიშნავია, რომ მიტროპოლიტმა შიომ იცოდა მხოლოდ 1978 წლის დამლევის საეკლესიო თანხის რაოდენობა, ხოლო ერთი წლის წინ, ილია მეორემ ზუსტად რა რაოდენობის თანხა (ანუ 5 მილიონი მან.) გადმოიბარა დავით მეხუთისგან, მან არ იცოდა. მაგრამ რასაც მიუსწრო 1978 წლის დეკემბერში, ანუ 2.5 მილიონ მანეთს, ისიც მალევე თვალსა და ხელს შუა ააორთქლა ილია მეორემ, რის გამოც ასე ბრაზობს სამართლიანად მიტროპოლიტი თავის საპროტესტო წერილში.

და თუ 1983 წლისთვის საქართველოს ეკლესიის ანგარიშზე აღარაფერი ირიცხებოდა მიტროპოლიტ შიოს და ეპისკოპოსოს ამბროსის წერილობითი მოწმობით და მილიონობით მანეთი გაქრალი იყო, სად წაიღო ამდენი ფული ილია მეორემ? განსაკუთრებით უცნაურია პირველივე წელიწადს გამქრალი 2.5 მილიონი მანეთი. სჩანს ეს ამდენი თანხა პირდაპირ ველურული მეთოდით დაიტაცა შიოლაშვილმა და დიდი ალბათობით აქედან სოლიდური ნაწილი ქრთამად დაარიგა თავისი გაპატრიარქების და კონკურენტების განადგურების ფასად საბჭოთა მაღალჩინოსნებში, დაწყებული ცეკას მდივან ე. შევარდნაძით, შსს-ს მინისტრის მოადგილე შადურით, დასრულებული რელიგიის საქმეთა რწუნებული ონოფრიშვილით, რომლებიც ძალიან დაეხმარნენ ამ ყველაფერში."

წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

ნანახია: (352)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას