"ჯერ კიდევ სრულიად ბავშვი ვიყავი, მაგრამ მკაფიოდ დამამახსოვრდა, თუმცა მაშინ , ცხადია ეერ ვაცნობიერებდი მოსმენილის არსს. უფროსების საუბრის მომსწრე გავხდი: ერთი ცნობილი ექიმი ამბობდა, რომ საქართველოში სტატისტიკის მაჩვენებლებით ნარკომანია, როგორც პრობლემა არ არსებობდა, სანამ შევარდნაძემ ნარკომანიასთან ბრძოლა არ გამოაცხადა და მთელი რიგი "ღონისძიებებბის" გატარება არ დაიწყო ნარკომანიიის წინააღმდეგო , შემდეგ მოხდა ის, რომ საქართველო ერთერთი "მოწინავე " გახდა ნარკომომხმარებლების რაოდენობით საბჭოთა რესპუბლიკებში და ეს პრობლემა დღემდე მოუგვარებელია გასაგები მიზზეზების გამო. არ ვიცი აღიწერება თუა არა ოდესმე ,რა ზიანი მოუტანა ჩვენს მცირერიცხოვან ქვეყანას ამ მონსტრმა, მაგრამ ომზე ნაკლები მსხვერპლი არ შეუწირავს ზვარაკად, კარგად რომ დავთვალოთ. თავდაპირველად ნარკოდამოკიდებულები ხდებოდნენ შეძლებული ოჯახის წევრები, რომელთაც შესაძლებლობა ჰქონდათ ასეთი "აკრძალულილი ხილით" სიამოვნების უფლება მიეცათ თავისათვის. ვინ იყვნენ იმ დროში შეძლებელი ადამიანები? საბჭოთა კომუნისტური ნომელკლატურა და მათთან დაახლოვებული პრივილეგირებული ინტტელიგენცია, რომელთაც სისტემა ნარკოდამოკიდებული შვილებით აშანტაჟებდა და მათ მორჩილებას გარანტირებულად იღებდა. ნებისმიერი ამოცანის ამსახსნელად ჯერ მოცემულობა უნდა გაიაზრო, შემდეგ ამოხსნის გზა იპოვო და ბოლოს მოქმედებები შეასრულო.. სულ ბოლოს კი მიღებული პასუხი შეამოწმო. ეს როცა ამოცანის ამოხსნა გინდა, მაგრამ როცა პასუხამდე არ იცი როგორ უნდა მიხვიდე, არც სურვილი გაქვს , არც მიზანი, რომ გამოცდა ჩააბარო და გამოცდასაც იმიტომ აბარებ, რომ ბებია ელპიტეს ასიამოვნო, მაშინ იწყება:" მიჩურინის ვაშლი, მიჩურინის ვაშლს, მიჩურინის ვაშლამა" დაუსრულებლად. ასეთ " მიჩურინის ვაშლად " აქცია ლგბტ თემის საკითხი საქართველოში დღევანდელმა ხელისუფლებამ. არც მოცემულობის გააზრება, არც ამოცანის პირობის სწორად დასმა, არც ანალიზი . რა საჭიროა ეს ყველაფერი, მთავარია ბებია ელპიტეს შექება, მერე რა რომ ვერც ამოცანას ამოხსნი და ვერც გამოცდას ჩააბარებ. რატომ არის ლგბტ თემის საკითხი ასე მნიშვნელოვანი ტერორისტი სახელმწიფო რუსეთისათვის და მისი მოკავშირე ქართული ოცნების ხელისუფლებისათვის? ეს არის საზოგადოების შანტაჟის ბოლო და ყველაზე ძლიერი ბერკეტი სისტემის ხელში. ინფორმაციულ ეპოქაში უკვე არავისთვის დამალული არ არის , როგორ ცდილობდა საბჭოთა სისტემა ლგბტ თემის წარმომადგენლების სისტემაში სისტემურ კულტივირებას. უმაღლესი სასაწავლებლების ხელმძღვანელებად, ცეკას იდეოლოგიური განყოფილებების , მაშინდელი მედიის ხელმძღვანელებად , რელიგიური ინსტიტუტების ლიდერებად სწორედ ასეთი ადამიანების დანიშვნას, რომლებიც კარიერული წინსვლისთვის ერთადერთ პირობას სთავაზობდნენ მათ დაქვემდებარებაში მყოფ ადამიანებს. ეს ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც პრობლემას ავადმყოფობა ერქვა და ცხადია, თავმომწონე კარიერისტ წარმატებულ ტიპებს სურვილი არ ჰქონდათ ავადმყოფები რქმეოდათ. შესაბამისად . საკმაოდ დიდი ქსელი შეიქმნა მმართველ სისტემაში "ვაკაცი" ტრადიციული ღირებულების დამცველი , ქვეყნის ბედზე დამშვრალი ქართველი ფუნქციონერების და რელიგიური მოღვაწეებისა, გზაში რომ უბედურება არ
წამოწეოდათ და საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციას დაავადებათა ნუსხიდან არ ამოეღოთ ლგბტ თემის პრობლემა. რადაგან ავადმყოფობის საკითხი შანტაჟისთვის აღარ გამოდგებოდა , წინ წამოიწია მორალურ-ზნეობრივმა კატეგორიამ და უკვე პრობლემასთან "ბრძოლის" ავანგარდში რელიგიური ინსტიტუციები აღმოჩდნენ, რომელთათვისაც სკითხი ძალიან მომგებიანი იყო, რადგან გავლენების გაფართოებისა და საზოგადოების შანტაჟისათვის უკეთეს ბერკეტს ვერ ინატრებდნენ. ასე ტრანსფომირდა ჩვენი ეკლესიის ფუნქციაც უპირობო სიყვარულის ქადაგებიდან ლგბტს უპირობო სიძულვილის მქადაგებლამდე. ასე დაერქვა დაუცველი და მოწყვლადი ადამიანების გამოხატვის უფლებებისთვის ბრძოლას ანტიეკლესიურობა. ასე მივიღეთ ყველაზე წარმოუდგენელი მოცემულობა : საქართველოს ეკლესია VS ლგბტQ თემი, განა ეკლესიის როლის, მისი მნიშვნელობისა მისიის კიდევ უფრო მეტი დაკნინება იქნება? , განა რომელიმე მტერს შეეძლო მისთვის უფრო დიდი ეგზისტწციური საფრთხის შექმნა, ვიდრე მას ეს 2013 წლის 17 მაიის თავის თავს შეუქმნა, როდესაც სასწორის ერთ პინაზე საკუთარი თავი დააყენა და მეორეზე -მცირერიცხოვანი " უზნეო" ლგბტ თემი? და ვისთან ერთად დაგეგმა და ჩაიდინა მან ეს სუციდალური აქტი საკუთარი თავის მიმართ? იმ პრემიერთან ერთად ხომ არა, რომელიც ახლა დაფნის გვირგვინს ითხოვს ეკლესიაზე და სახელმწიფოზე "ზრუნვისათვის?! " არაფერია იმაზე ანტიქრისტიანული, ანტიჰუმანური , სერიალებად იღებდე ეკლესიის მსახურთა ორგიებს, მერე ამას "ჭორ-მართალის" სახით გარეთ აჟონინებდე და საჯაროდ " პატივს მიაგებდე" ამ ინსტიტუციას და სხვასაც აიძულებდე. ეს არის სწორედ ანტიეკლესიურობა. ანტისახელმწიფოებრიობა, ეკლესიის როლის დაკნინება და სახელმწიფოსთვის მორალური საყრდენის გამოცლა , რაც სახელმწიფოს სიკვდილია. წადით ახლა და ითვალეთ ლგბტ თემის პროცენტები საფრანგეთში და ამერიკაში, საქართველოში ის არასოდეს შეუქმნის სახელმწიფოებრიობას და ქრისტეს ეკლესიას იმდენ პრობლემას, რომელიც თქვენი " ზრუნვით " შეუქმენით."
წერს ლელა ჯიჯელავა.
ნანახია: (358)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას