logo.png

დეკანოზი ილია ჭიღლაძე

“დღეს არის მიტროპოლიტ პეტრე ჭყონდიდელის დაბადების დღე და ვულოცავ კეთილი სურვილებით.

სიმართლე ისაა, რომ მან, დიდი ღვაწლი და თავდადება აჩვენა შიოლაშვილის დემონურ-მაზომბირებელი კერპის დანგრევაში და აჩვენა სითამამე და გაბედულება გაეწირა დიდი საეკლესიო იერარქიული მდგომარეობა და თანამდებობა ეკლესიის განწმენდისათვის.

სამწუხარო ისაა, რომ 45 კაციან სინოდში მხოლოდ მას ეყო სინდისი და ნამუსი გაეწირა საკუთარი თავი ეკლესიისათვის, ყველა სხვა ეპისკოპოსი აღმოჩნდა ლაჩარი მონა და გახრწნილი შიოლაშვილის სისტემის მიერ, რომელთაც არ ეყოთ სითამამე გაეკეთებინათ იგივე, რაც ჭყონდიდელმა ჰქნა. 

რა თქმა უნდა, სინოდის წევრებიდან მეუფე პეტრე არ იყო პირველი, ვინც შიოლაშვილზე ეს თქვა, იგივე კულისებში და კერძო სიტუაციებში არაერთგზის უთქვამთ მიტროპოლიტ ათანასეს (ჩახვაშვილი), მიტროპოლიტ კალისტრატეს (მარგალიტაშვილი), მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი), მიტროპოლიტ ვახტანგს (ახვლედიანი), მიტროპოლიტ იობს (აქიაშვილი), მიტროპოლიტ აბრაამს (გარმელია) და ა.შ. პრაქტიკულად ირიბად იგივე თქვა აწგანსვენებულმა მიტროპოლიტმა შიო ავალიშვილმა 1983-1984 წლებში, როცა შიოლაშვილი ღიად დაადანაშაულა გეილობიზმში, რის გამოც მიტრ. შიო დასაჯა შიოლაშვილმა. ასე რომ არაფერი სენსაციური არ იყო მიტროპოლიტ პეტრეს 2019 წლის 31 ოქტომბრის ისტორიულ განცხადებაში. 

უბედურება ისაა, რომ ეკლესია იმდენად დაიმონა 45 წლიანი დიქტატურული მმართველობით ვლადიკავკაზელ-ზაგორსკელმა შიოლაშვილმა, ისე გამოათაყვანა ხალხის დიდი ნაწილი და ისეა გაძლიერებული ხელისუფლებებთან ბინძური კოჰაბიტაციით, რომ მისი საეკლესიო სამართლით გასამართლება ვერ შეძლო ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა და თავად იგი გადააყენეს და დასაჯეს, რადგან შიოლამადიდებლურ ეკლესიაში საეკლესიო სამართალი გაუქმებულია. 

ჯანმრთელობას და დღეგრძელობას ვუსურვებ მეუფე პეტრეს და დაწყებული სამართლიანი პროცესის ბოლომდე მიყვანას!”

ნანახია: (537)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას