მამა გიორგი სხილაძე
+
“ ვასრულებ ჩვენს ბოლო ვიდეოჩართვაში მსმენელებისადმი დანაპირებს, ქვემოდადებული მასალების გამოქვეყნების შესახებ.
-- მანამდე, განვმარტავ:
საქ. ეკლესიაში ორი ძირითადი დაჯგუფებაა: პატრიარქ ილია შიოლაშვილის ,,სოდომელები" და მიტროპოლიტ აბრაამ გარმელიას ,,გომორელები". ესენი ერთმანეთისას ,,ამხილებენ", მაგრამ საკუთრებს ხელს აფარებენ; როგორც ქართულ პოლიტიკაშია: წინა და დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები მათ მხარეს მყოფ პუტჩისტებს იწყნარებენ და ტელევიზიებს უთმობენ, ხოლო ერთმანეთის მოწინააღმდეგე
პუტჩისტებს პუტჩისტობას აძახებენ (წამოძახებენ-ხოლმე).
საქ. საპატრ. დას. ევროპის მიტრ. ა. გარმელიას თანამოაზრეებს მიეკუთვნება მარგვეთისა და უბისის ეპ. მელქისედეკ ხაჩიძე. ისინი ფარულად უპირისპირდებიან პირველიერარქის მამათმავლებს (ე. წ. ,,რუსულ ფრთას"), მაგრამ, როგორც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან დაახლოებულები (,,დასავლური ფრთა"), არაფერს ამბობენ თავიანთ მამათმავლებზე. ამიტომაცაა, ჩემი აზრით, რომ მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ საეკლ. აპელაციის უფლებით არ მიმართა პატრიარქ ბართლომესა და სხვა ოფიციალური ეკლესიების მმართველებს, მისდამი საქ. სინოდის მიერ, 31.10.2019., გამოტანილი უსამართლო განაჩენის გასასაჩივრებლად (წინასწარვე იცოდა და იცის, რომ ღირსეული და კანონიკური პასუხები არცერთისგან ექნებოდა).
ვისაც კიდევ სჯერა, რომ ,,მიტროპოლიტ" ზოსიმეს ცილი დავწამეთ, პირიქით, მათი ჩვენდამი ცილისმწამებლობის დასტურებად, ქვ. იხ. საქ. უსაფრთხოების სამსახურიდან გამოტანილი მასალებიდან მაგალითები.
ს. უ. ს.-ის აწგარდაცვლილი ოპერატიული მუშაკის -- აკაკი ნემსაძის მიერ ორგანიზებული მიყურადების შედეგად მოპოვებულ ცნობებში ესეც წერია:
,,[რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტმა იობმა] ი. აქიაშვილმა დაადასტურა, წილკნის მიტროპოლიტ ზოსიმე შიოშვილის მამათმავლობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ნამდვილობა და განმარტა, რომ წარსულში ამ უკანასკნელმა
მოინანია მის მიერ ჩადენილი ცოდვები" (ტექსტების დედნების აქწარმოდგენილ ასლებში სამი პიროვნების ვინაობის, მათი და სხვების პირადი მონაცემების შავად დაფარვები ჩემს მიერაა გაკეთებული):”
ნანახია: (708)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას