logo.png

“მთელი საქართველო ფეხზე დგას, საქართველოსთვის ბრძოლამ გააერთიანა მამათა და შვილთა თაობა. წაიშალა ზღვარი ლექტორთა და სტუდენტთა, დიდსა და პატარას შორის. საქართველოს თავისუფლებისა და ევროპული მომავლის იდეა იმდენად წმინდა და სათუთია, ყველამ ყველაფერი გვერდზე გადადო  და ამ სანუკვარი მიზნისათვის დღეს აქციაზე დგას!

აქციაზე გარდამტეხი მნიშვნელობისაა ჩვენი სტუდენტობის,მომავალი თაობის ხმა. გული მწყდება, რომ მათ შორის ვერ ვნახე თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის (რომლის კედლებშიც 6 წელი გავატარე) და ზოგადად, საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ უამრავ სასწავლებელთა სტუდენტები!!!

რა თქმა უნდა, ეს რექტორის, გიორგი ზვიადაძის, კოლექტიური კეკელიების, გუნიების და სხვათა ,,მოღვაწეობის" შედეგია, რომლებიც,  თავის მხრივ, ბრძანებას საპატრიარქოსგან, პირადად კათოლიკოს-პატრიარქისა და შორენასგან იღებენ,  მაგრამ არცერთ შემთხვევაში,  არცერთ სტუდენტს გამართლება არ აქვს ამის გამო!

ისინი პერსპექტივაში მომავალი მღვდლები არიან! როცა ქვეყანას დასჭირდა, ქუთათელმა მიტროპოლიტმა ხელში იარაღი აიღო და რუსის წინააღმდეგ ჯარს წინ წარუძღვა, ამათ კი რისი ეშინიათ, სემინარიიდან გარიცხვის?  ასე სამარცხვინოდ სამღვდელო გზაზე შედგომა? არ ვიცი, რა ვთქვა...

გულდაწყევტილი ვარ ჩემი ყოფილი კურსელებით, რომლებიც სას.პირები არიან! არცერთი მათგანი არ გამოხმაურებია მიმდინარე პროცესებს, ფიზიკურ გასვლაზე საუბარი ხომ ფანტაზიის სფეროა. ამათმა რა ქვეყანა უნდა ააშენონ? ამათ საკუთარი სამშობლოც კი არ ყვარებიათ და სულ ტყუილი ყოფილა მათი მხრიდან გულში მჯიღების ცემა სამშობლოს სიყვარულის მტკიცებისათვის!

მე რომ ახლა სემინარიის სტუდენტი ვიყო, ჩემს მეგობრებთან/კურსელებთან ერთად (რომლებიც ახლაც არიან აქციაზე და სხვაგვარად წარმოუდგენელიც იყო მათი მხრიდან) პირველი წავიდოდი აქციაზე საქართველოსთვის!!!  ეს აქცია ხომ საქართველოსთვის არის და არცერთი პოლიტ.პარტიის არ გახლავთ! გასამართლება არ აქვს არცერთს, სირცხვილი თქვენი! თქვენ ყიდით სამშობლოს თქვენი დუმილით! “

ღმერთო, იხსენ საქართველო!!!

წერს თეოლოგი გიორგი გეგუჩაძე.

ნანახია: (493)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას