"ეკლესია საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან აქტივობებში სულიერი ცენტრის პოზიციას უნდა იკავებდეს. სამწუხაროა, რომ სტუდენტების გვერდით არ გვხვდება სასულიერო სემინარია-აკადემიის ახალგაზრდა და პერსპექტიული მღვდლების ხმა, რომელთა მოწოდებაც სხვა თანატოლებთან და სტუდენტებთან გვერდში დგომით უნდა გამოიხატებოდეს. მესმის, რომ სემინარიის რექტორ, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის ხელში ძნელია ეს ნაბიჯი გადადგა, მაგრამ არც სხვა სტუდენტებისთვისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის იყო ადვილი ქუჩაში გამოსვლა და გაზის ჩასუნთქვა. ეკლესიას გარედან ვერავინ მიხედავს, ეკლესიის გონებრივი, სულიერი და სხეულებრივი განსპეტაკება უნდა დაიწყოს შიგნიდან. ჩემს დროს 500-მა სტუდენტმა ამოიღო ხმა და ღიად ისაუბრეს შიდა პრობლემებზე. დარწმუნებული ვარ ეპისკოპოსებსაც მიეცემათ ზურგი თუ გაერთიანდება სასულისერო სასწავლებლის მოწაფეთა ხმა და შეუერთდება გონებაგახსნილ ახალგაზრდობას, რომლებისთვისაც ევროპული მომავალი და თავისუფლების გზა მნიშვნელოვანია. ღმერთმა დაგლოცოთ და შეგაძლებინოთ! ისაუბრეთ ხმამაღლა, ეს არის ერთადერთი გადარჩენის გზა და გამოსავალი!"
წერს მღვდელმონაზონი ანდრია სარია.
ნანახია: (536)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას