"მიმდინარე მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ღვთაებრივი კანონზომიერებით იმართება და იგი ახალგაზრდების ხელით იწერება. მათი სიტყვებიც კი მეტია “მამების“ საქმეზე და ამიტომ, მათ შეუძლიათ გაკვალონ გზა სიონის მთისკენ, რომელიც მონობისაგან განთავისუფლების სიმბოლოა.
დასანანია, რომ დღეს ქართველ სტუდენტებს შორის არ სჩანან სემინარია-აკადემიის სტუდენტები. სიონთან ახლოს, მაგრამ ჭეშმარიტი სიონისაგან ნუთუ ასე შორს? ჩემთვის გაუგებარია მათი დუმილი, - ვის მორჩილებენ, ვინ არის მათი ბატონი? ნუთუ საბჭოთა სისტემისადმი წითელი სამღვდელოების მონური შიში ამგვარი დუმილით ტრანსფორმირდა თანამედროვე საქართველოს ეკლესიაში?
მეგობრებო, ჭეშმარიტი სიონისაკენ მიმავალი გზა დღეს თქვენი გასაკვალიც არის. დაე, ამ გზაზე გიძღოდეთ ღვთაებრივი სული, რომელიც არ ემორჩილება კაცთა დიქტატურას, არამედ ქრის იქ სადაც არის თავისუფლება (2. კორნ. 3.17)."
წერს თეოლოგი ვლადი ნარსია.
ნანახია: (503)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას