logo.png

Tamaz Lomidze 

ევროპაში ასე ხდება

"ნდობა!

ხალხი ენდობა ერთმანეთს და ეს ნდობა დაცულია კანონით. ადამიანს არ ურთულებენ ცხოვრებას უამრავი წვრილმანი პრობლემით. მაგალითად, ნებისმიერი პროდუქტი (გარდა ჰიგიენურისა), რომელსაც შეიძენ ევროპაში, შეგიძლია 14 დღის ვადაში ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დაუბრუნო გამყიდველს და გადახდილი თანხა სრულად მიიღო უკან. გამყიდველი არათუ სრული მზადყოფნით ემორჩილება ამ წესს, არამედ თავად გთავაზობს ამას, რათა მიმზიდველი გახადოს მასთან ურთიერთობა. აქ იგულისხმება ისეთი შემთხვევა, როცა შეიძლება უბრალოდ არ მოგეწონოს რამე და უხმარი დააბრუნო, თორემ თუ პროდუქტს სულ მცირე წუნი მაინც აქვს, ყალბია, არ შეეეფერება აღწერას ან დაზიანებულია დაუყოვნებლივ ხდება გამყიდველისგან ბოდიში და გადახდილის ანაზღაურება. ეს ასეა ჩვეულებრივ და ინტერნეტ-მაღაზიებშიც. იდეალურად მუშაობს წესიერი ურთიერთობისთვის და სანდოობისთვის გადახდის შუამავალი ბანკები (PayPal, Klarna ა.შ.), რომელიც სრულ გარანტიას აძლევს ყველას, რომ სამართლიანად შესრულდება ყიდვა-გაყიდვის პროცედურა ანუ ადამიანი არ ნერვიულობს იმაზე, რომ მოატყუებენ და შეიძლება ყალბ, დაზიანებულ ან უხარისხო პროდუქტს შეიძენს სადმე. მინიმუმ 2 კვირის და ხშირად 1 თვის ვადაში ყველას შეუძლია უკან დააბრუნოს ნაყიდი და უკან მიიღოს გადახდილი. მინახავს პროდუქტები, რომელსაც სამუდამო გარანტია აქვს ანუ მოჰყვება სერთიფიკატი, რომ შეიძლება გაცვდეს, მაგრამ არასოდეს ფუჭდება. უკან დაბრუნების ეს უფლება, თავისთავად აიძულებს ყველა გამყიდველს, რომ აწარმოოს, შემოიტანოს და გაყიდოს მხოლოდ ხარისხიანი საქონელი. ასეა ეს ყველგან, ნებისმიერი მომსახურების სფეროში.

ხომ ერთი, თითქოს უბრალო დეტალია, მაგრამ წარმოიდგინეთ როგორ აადვილებს ცხოვრებას და სისულელეებზე არ ეხარჯება ადამიანს დრო და ნერვები. ეს შექმნა ევროპულმა კულტურამ და ევროპულის ცხოვრების წესმა.

განა არ გინდათ, ევროპასთან დაახლოებით ჩვენი საქართველოც ასეთი გახდეს და ამოისუნთქოს ხალხმა?"

#ევროპაშიასეხდება

წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე.

ნანახია: (520)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას