logo.png

Beka Mindiashvili

"მოღალატე ხელისუფლება შეუდგა დასაველთისგან და ქართული ეროვნული იდეტობისგან გამმიჯვანი ბერლინის კედლის ამოშენება:

ეს პროცესი თავიდან არასამატავროებოებით დაიწყო და მალე მიადგება უნივერსიტეტებსა და კერძო პირებს - არ დაინდობს არავის, დასრულდება საქართველოს სრული იზოლაციით დასაველთისგან და გაფორმდება პოლიტიკური ავტორიტარზმი ძალადობით, დარბევებით, დაკავებებით, შესაძლოა მკვლელობებით

ამიტომ საქართველოს დამოუკიდებლობისა და საქართველოში ადამიანის დასაცავად ყოვლად უცილებელია და უალტერნატივოა ყველას ერთად დადგომა,

აუცილებელია ყველა საპარლამეტო და პარლამენტს მიღმა დარჩენილი პროდასავლური პარტიის მიერ ერთიანი პოზიციის გამოხატვა: ეს უნდა შევძლოთ აუცუილებლად, ამ ბრძოლაში უნდა გაერთიანდნენ ყველანი მემარცხენეები, მემარჯვენეები, ცენტრისტები

რაც შეიძლება მეტმა არასამთვრობომ უნდა შევძლოთ ძალების სრული მობილიზება და გაერთიანება ხელისუფლების მიერ ჩვენი განადგურების მუქარის წინაშე: ადამინის უფლებების დამცველებით დაწყებული სათემო ორგანიზაციებით დამთავრებული, აუცილებელია, რაც შეიძლება მეტი საჯარო მოწონოდება, გამოსვლა, შეხვედრა, ახსნა განმარეტება, ყველა დონეზე და ყველაგან

აუცილებელია ახალგაზრდების აქტიურობა ეს და სხვა შემდეგ მისაღები კანონები პირველ რიგში სწორედ მათ მოუკლავს საქართველკოში მომავალს, ღირსებას, თავისუფლებას, განათლების, მოგზაურობისა და დასაქმების შესაძლებლობებს: აუცილებელია ხმამაღლა ისმოდეს ახალგაზრდების გუგუნი, ისმოდეს უნივერსიტეტების ხმა

აუციბელია არაც შეიძლება მეტმა ავტორიტეტულმა ადამიანმა, მეცნიერმა, მწერლამა, მუსიკოსმა, მხატვარმა, მსახიობმა, სპორტსმენმა აღიმალღლოს ხმა თავსდატეხილი ამ უბედურების წინააღმდეგ და იბრძლოს საქართველოს გადასარჩენად, არ შეიძლება სიჩუმე როცა ვიღაც გარეწრები ჩვენი სამშობლოს მოკვლას აპირებენ

თუ ჩვენ ერთიანად ვერ აღვდეგებით იმის დასაცავად, რისკენაც საუკეების განმავლობაში გვიღვრია სისხლი, გვიბროძოლია და გვიშრომია, თუ შემაშინებლად ბევრნი და ყოვლიმომცველნი არ ვიდგებით ქუჩაში, თუ ჩვენი მრისხანების მხა არ დააფრტხობს ამ მოღალტეებს, - წავაგებთ და ეს მარცხი შესაძლოა გახდეს გამოუსწორებელი და საბედისწერო ჩვენი ქვეყნის არსებობისთვის."

წერს ბექა ინდიაშვილი.

ნანახია: (404)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას