logo.png

“ყველა, ვისაც ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ მისი დალაიქება მოგინდებათ, მომავალ წელს შეიძლება პროკურატურაში დაგიბარონ. შესაძლოა, ზოგიერთი თქვენგანისთვის ეს ჯერ კიდევ სასაცილოდ ჟღერდეს, მაგრამ სასაცილოდ ჟღერდა 2012 წელს რუსეთშიც, როცა პირველად მიიღეს კანონი უცხოური გავლენის აგენტის შესახებ.
 
თავდაპირველად ზემოხსენებული კანონი რუსეთშიც მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეეხებოდა, მაგრამ მალევე მან მოიცვა აბსოლუტურად ყველა სფერო: განათლება, მეცნიერება,ბიზნესი, კულტურა, სპორტი. ყველაზე მეტად კი ცხადია, ეს კანონი მედიასა და პოლიტიკურ ოპოზიციას შეეხო. ბოლოს საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ სისტემა სოციალურ ქსელში, მომხმარებლების აქტივობასაც აკონტროლებს, მარტივი ლაიქიც კი შეიძლება გახდეს მოქალაქის პროკურატურაში დაბარების მიზეზი, რაც შემდგომ სასამართლოში მისთვის  უცხოელი აგენტის იარლიყის მიკერებით შეიძლება დასრულდეს.
 
 
ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს, რომ დღეს ამ კანონპროექტის ინიცირებით, ჩვენ ვუახლოვდებით რუსულ საზოგადოებაში არსებულ რეპრესიული ცხოვრების წესს. ნებისმიერი სახის აქტივობა, რომელიც სახელისუფლებო ვერტიკალს საფრთხეს შეუქმნის, სისტემის მხრიდან აგენტურულ საქმიანობად იქნება მიჩნეული.
 
ამ კანონპროექტის მიზანიც და შედეგიც ერთია: საქართველო ახლა უკვე ღიად, შეიძლება ითქვას - ოფიციალურად ცვლის თავის საგარეო კურსს და ადგება რუსულ გზას.

 
ჩვენ კი, ქართულ საზოგადოებას, მხოლოდ ერთი რამ დაგვრჩენია: გავიდეთ გამზირზე და დავიცვათ თავისუფლება! ✊????“

პოლიტიკოსი ნონა მამულაშვილი

ნანახია: (346)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას