logo.png

Zurab Maghradze

 

ქართველები ზარმაცები არ არიან.

"ჯოზეფ ჰამერმა, ხელმოკლე ოჯახში გაზრდილმა ბიჭმა, მოახერხა უნივერსიტეტის დამთავრება და ძლიერი ნებისყოფით მილიონერიც გახდა. ნებისმიერ სამუშაოს იღებდა, თუ გასამრჯელო შესაფერისი ეჩვენებოდა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჰქონდა მიზანი. როცა მძიმე ტომრებისაგან წელგაწყვეტილი მისი ნაცნობები ლუდს წრუპავდნენ და ბილწ ანეკდოტებს ყვებოდნენ, ის ბიბლიოთეკიდან აღებულ წიგნს კითხულობდა. დღეს იგი მრავალი საცხოვრებელი სახლის, სასტუმროს, კაზინოსა და ვინ უწყის კიდევ რისი პატრონი არ არის. მას დიდად დაეხმარა მისი პედაგოგის პიტერის რჩევა, რომელსაც ბიზნესმენის ათი მცნება ჰქვია და რომელიც მის კაბინეტს მუდამ ამშვენებს.

იმ ათი მცნებიდან გაგიზიარებთ რამდენიმეს:

- შეეცადეთ კაპიტალი საქმიან ქაღალდებსა და აქციებში დააბანდოთ.

- თუ 7-8 წლის განმავლობაში სოლიდური კაპიტალი ვერ დააგროვეთ, მაშინ ბიზნესი თქვენი საქმე არ ყოფილა და იმ საქმეს მოკიდეთ ხელი, რაც გეხერხებათ;

- ნუ შეეჭიდებით ისეთ საქმეს, რაც თქვენს შესაძლებლობებს აღემატება. “იქნებ გამოვიდეს“ - უეჭველი კრახია;

ახლა დავსვათ კითხვა - რატომ გარბის ხალხი ევროპა-ამერიკაში?

აქ ახალგაზრდებისთვის ფულის “დაბანდების” ერთ-ერთი საშუალება ტოტალიზატორები და ბოტასებია. აბა 200-300 ლარის დაბანდებით ბიზნესის დაწყება არ ხდება. რეგისტრაციებში არ გეყოფა კაცს ეს ინვესტიცია. სად და როგორ დააბანდოს მოქალაქემ ფასიან ქაღალდებში საწყისი ინვესტიცია, როცა დამოუკიდებელი საფონდო ბირჟა ქვეყანაში არ არის?

ამ დროს იმ ქვეყნებში სადაც საფონდო ბაზარი მუშაობს, შრომის ანაზღაურებაც, ჰონორარიც და პენსიაც ღირსეულია.

ვიდრე ლიბერალური საბაზრო ეკონომიკა არ გვექნება, ადამიანთა კეთილდღეობის ინდექსი დაბალ ნიშნულზე იქნება.

ქართველები ზარმაცები კი არ არიან, არამედ დარიალის კარია დასაკეტი და საფონდო ბირჟა გასახსნელი. და საინვესტიციო მომავლით ძალიან მაღალ ნიშნულზე ავა მალე ეს ქვეყანა, სადაც ინვესტირება ფასიან ქაღალდებში პირველ რიგში ქართველებმა უნდა მოახდინონ და ყოველი ინვესტირებული დოლარიდან, მაღალი დივიდენდები სწორედ ქართველებმა უნდა მიიღონ. ასეთ აქციებსა და ობლიგაციებში ინვესტირებით უნდა განვითარდეს ქვეყანაში ჰესებიც, პორტებიც, რკინიგზებიც, უნივერსიტეტებიც და ფაბრიკებიც.

იაპონია მსოფლიოში პირველ ადგილზეა ახალი ტექნოლოგიების სწრაფად დანერგვის კუთხით, რადგან იქ სახელმწიფოს მონაწილეობის წილი ეკონომიკაში სულ 5%-ია. ყველა დანარჩენს ტოკიოს საფონდო ბირჟა ატრიალებს."

ნანახია: (479)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას