logo.png

თავისუფლების იდეაზე ძლიერი იდეა ჯერ სამყაროს არ მოუგონია

Zurab Maghradze

თავისუფლების იდეაზე ძლიერი იდეა ჯერ სამყაროს არ მოუგონია. ასეთ იდეაზე დგას მხოლოდ თავისუფალი საზოგადოება და ახლა ამ საზოგადოების უკან დგას 27 სახელმწიფო და ამ 27-ის უკან კიდევ მსოფლიოს თავისუფალი ზესახელმწიფო.

ვის ეთამაშებით, რას ეთამაშებით?

არ მინდა ჩემი ქვეყნის პარლამენტარიზმი სასაცილოდ გამოიყურებოდეს. არაკომფორტულია ეს ჩემთვის და თან ამისთვის არ ვიხდით ჩვენ გადასახადებს.

გეოპოლიტიკამ დაუკვეთა უკვე, რომ საქართველოზე უნდა გაიაროს კონტინენტის ოთხმა სავაჭრო-სატრანზიტო მარშრუტმა – TRACECA, CAREC, Viking & Lapis Lazuli, წლიურად $39 ტრილიონის მოცულობის კაპიტალმა.

არ გამოვა არაფერი ამ კანონიდან მეგობრებო და გაითვალისწინეთ, რომ ამის გამო სანქციები არ იქნება. სანქციებს დიდებს და ძლიერებს უწესებენ. თქვენ ჯერ მხოლოდ დემარში დაგიდეს მაგიდასთან. ბევრად მძლავრ ბერკეტებს ფლობს ცივილიზებული სამყარო.

უბრალოდ საკუთარ საზოგადოებას უგდეთ ყური, ის ყველაზე დიდი მფლობელია გეოპოლიტიკური აზროვნებისა და თქვენ მათთან ერთად გაიმარჯვებთ.

"ქართული ამბები"  

 

ნანახია: (427)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას