logo.png

კერძო საკუთრების ფორმირების შემდეგ აზრი და საფუძველი ეძლევა საფონდო ბაზრის განვითარებას, ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას. საფონდო ბირჟა, როგორც საბანკო სექტორის კონკურენტი, ხელს უწყობს ბაზრის გაფართოებას, რითაც ბიზნესს ხელ-ფეხი ეხსნება როგორც უძრავი ქონების აქტივების ხელმისაწვდომობაზე, ასევე იაფ ფულზე, რადგან უქონელ ხალხს მხოლოდ მაღალპროცენტიან, ანუ ძვირიან ფულზე მიუწვდება ხელი. მოქმედების მექანიზმი: საფონდო ბაზარი კონკურენციას უწევს საბანკო სექტორს, რომელიც დღეს მონოპოლისტად გვევლინება საფინანსო ბაზარზე, და ამით ბევრ ბიზნესს შესაძლებლობა ეძლევა, რომ ბანკის გარდა, მიმართოს საფონდო ბირჟას, რათა მოიზიდოს იაფი ფული განვითარება-გამსხვილებისთვის.

ამ თემაზე პროექტ „გახდი მესაკუთრის“ ფარგლებში საუბრობენ თორნიკე ბერიშვილი, რამაზ გერლიანი, გიორგი მურუსიძე.

ნანახია: (419)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას