logo.png

 

"კანონპროექტი აგენტების შესახებ, ნებისმიერ განვითარებას შეაჩერებს. არ აქვს მნიშვნელობა არანაირ შინაარსს კანონში, რადგან სადაც არ არის ღია და მჭიდრო კომუნიკაცია ქვეყნებს, კომპანიებს და საზოგადოებებს შორის, იქ იწყება სტაგნაცია. ადამიანები გადასახადებს იმიტომ იხდიან, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს ქვეყნის უსაფრთხოება შესაბამისი სამსახურებით და ეს მისი კონსტიტუციური ვალდებულებაა.

თავისუფალი საერთაშორისო ფინანსური თუ სხვა სახის მხარდაჭერის შეფერხება, გამოიწვევს სამოქალაქო საზოგადოების განათლების და კავშირების ნგრევას. კერძოდ: მცირე და საშუალო მეწარმეებს - პირველ რიგში საბაზრო ეკონომიკის შესახებ განათლება ჭირდებათ; მომხმარებლებს - უფლებები გააჩნიათ, რომლის დაცვაც ასევე განათლებით მიიღწევა; ქართულ დიასპორებს - ღია და თავისუფალი ურთიერთობა ჭირდებათ საქართველოსთან; ახალ საქართველოს - ახალი ნიკოლაძე, ახალი ლაღიძე და ახალი სარაჯიშვილი ჭირდება, რომლებმაც ევროპული განათლება უნდა მიიღონ თავისუფლად; დაბოლოს, გლობალურ ეკონომიკას გლობალური კარიბჭის ქვეყანაში აბრეშუმის გზის მშენებლობა ჭირდება. ეს გზა აკავშირებს ერთმანეთთან ასზე მეტ ქვეყანას. ძალიან დიდი საქმიანი ქარები დაქრიან ამ გზაზე. ამ გზის წესრიგს თავისუფალი ვაჭრობა განსაზღვრავს. ეს კი ღია საზოგადოების დაკნინებით ვერ შედგება. მენტალურად შეიზღუდება ისეთი ტერმინები, როგორებიცაა - სავაჭრო აგენტი, ფინანსური აგენტი, გადაზიდვების აგენტი, კორპორატიული აგენტი და სხვა. უნდა ესმოდეს ყველას, რომ ეკონომიკა რაც უფრო გლობალიზებულია, ქვეყანა მით უფრო ძლიერია. ჩაკეტილი ვიყავით უკვე საკმარისად, 70 წლის მანძილზე.

კანონმდებლებს შევახსენებთ, რომ პასუხისმგებლობა მათ პირველ რიგში ქართველი ხალხის წინაშე ეკისრებათ, ხოლო მეორე რიგში გეოპოლიტიკის წინაშე. ერთდროულად ხალხის და გეოპოლიტიკის სამართალი კი ურმით ნამდვილად არ დადის. მჯერა, რომ კანონმდებლები ასჯერ გაზომავენ და ქვეყნის სასარგებლოდ გაჭრიან."

ზურაბ მაღრაძე

აბრეშუმის გზის ასოციაციის

მმართველი პარტნიორი

ნანახია: (389)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას