Lela Jijelava
“დილიდან საერთო აღფრთოვანება დამხვდა ამერიკის ახალ ელჩთან დაკავშირებით. იმედიანად არის საზოგადოება მის გამოცდილებასთან დაკვშირებით. ვერაფრით ვიზიარებ ამ საერთო აღტკინებას. ამერიკის არც ერთი ელჩი საქართველოში გამოუცდელი და დამწყები დიპლომატი არ ყოფილა, მათ შორის კელი დეგნანიც. საქართველოსთან პარტნიორობა ამერიკის სტრატეგიულ ინტერესებში შედის და ყოველი ახალი ელჩი იმ ამოცანის შესასრულებლად ინიშნება, რომელიც მოცემულ ეტაპზე ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით პრიორიტეტულია ამერიკისათვის. დამაფიქრა ჩვებმა უღონობამ, რომ მთლიანად გარეთ ვეძებთ საყრდენებს და საკუთარ რესურსები აღარ გვეიმედება. გამოსავალი პარტნიორი ქვეყნის ახალ ელჩში კი არა, ახალ ხედვაში, ახალ ენერგიაში და ახალ პოლიტიკაშია. რაც დღეს საქართველოში ხდება , არც პირველად არის და სამწუხაროდ, არც უკანასკნელად იქნება. არ ყოფილა ჩვენი ერის ისტორიაში არც ერთი პერიოდი, რომლის არსსაც კონსტანტინე გამსახურდიას ეს სიტყვები საუკეთესოდ არ გადმოსცემდა. "უბედურება ამჟამადაც ეგაა: ჩვენში მოღალატენი სჭარბობდნენ ერთგულებს, განა თუ სხვისი, საკუთარი თავისა, თავის ხალხის მოღალატენი,
როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს მას.რადგან ჯერ არსად გაუმარჯვნიათ მშიშარებსა და მსტოვარებს.." რომელმა ელჩმა უნდა უშველოს ხალხს, რომელიც " აბა ომი გინდათ" შიშით თავზე ნაცარს გადაიყრის და თავს დაიკნინებს " პატარა ერი" ვართო. დიდგორის მომგები ხალხი თავს პატარა ერს როგორ უნდა უწოდებდეს , თუ არ გადაგვარებულა და კავშირი სულ არ გაუწყვეტია საკუთარ ისტორიასთან? განა ერის სიდიდე რიცხოვნობით განისაზღვრება? არა ბატონო, საკუთარი თავის რწმენით და შემოქმედებითი ენერგიით. თანამედროვე ხუნდაძეები,, მაჭარაშვილები იმ აზანაურების მემკვიდრეები არიან, ვნც ბასიანთან საკუთარ ხალხს უღალატეს, მათიც, ვინც თბილისის თავზე წითელი დროშა უპატაკეს კრემლს. არ არის ჩვენი ერი არც მარტო მშიშრების, არც მსტოვრების. მერ რა რომ ჩვენში ყოველ ნაბიჭვარს აზნაურობა სწყურია, ყოველ ნაცარქექიას – სარდლობა, აქ ყოველი გლეხი შეიძლება გმირად იქცეს და ქვეყანას საარაკო გამარჯვება მოუტანოს. ჰოდა ახალი ელჩი კი არა , საკთარი თავის განახლება გვჭირდება ყველაზე მეტად. ეს ბრძოლა ქართველების მოსაგებია 200 წლიანი "გრუზინობის" უღლის თავიდან გადასაგდებად.”
წერს ლელა ჯიჯელავა.
ნანახია: (471)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას