logo.png

“მახსოვს 2011 წელს, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად  საქართველოში მოქმედი კონფესიებისათვის   საჯარო იურიდიული  პირის სამართლებრივი სტატუსის მინიჭების შესახებ  გადაწყვეტილება მიიღო, საპატრიარქომ  10000ადამიანი გამოიყვანა ქუჩაში  ხელისუფლების წინააღმდეგ. გავიდა დრო და სრლიად ცხადი გახდა, რომ ეს გადაწყვეტილება ოდნავადაც ვერ  ასუსტებდა ეკლესიის ისედაც  მყარ პოზიციებს და არც მის წინააღმდეგ იყო მიმართული. დღეს, როდესაც ქართული კულტურის სულიერებისა და ისტორიის სიმბოლო -გელათი საფრთხის ქვეშ არის,  როდესაც  ნადგურდება ის, რაც  უცხო ტომელთა შემოსევებს, კომუნისტებს  და დამანგრეველ მიწისძვრებს გადაურჩა  და ჩვენი ეროვნული თვითშეგნების  სინდისად  შემოგვრჩა, საპატრიარქოს მოკრძალებული კომენტარი- ჩუბინაშვილის  ცენტრის მეცნიერთა დასკვნა სანდოაო, ამ  პროცესში საპატრიარქოს  თანამონაწილეობის ტოლფასია.  მთავარია გუშინ აშენებული ევრორემონტიანი  ტაძრებიდან არავინ გამოგიყვანოთ, თორემ  საპატრიარქოს ეზოში ირანულ რესტორანსაც აიტანთ,  გვერდით  -კაზინოსაც და    " სატანისტურ" ფესტილვალ კაზანტიპსაც , თუ იქ ნარკოტიკებთან ერთად თქვენი " სნოც" გაიყიდება.   იცოდეთ, თუ გელათი ვერ გადარჩება, " მზიან  ღამედ" კი არა , წკვარამ ღამედ შევა  ეკლესიის ისტორიაში ეს პერიოდი. რაო  გაენათელმა მიტროპოლიტმა  რუსებმა საქართველოში ტაძრები არ გადაღებეს, რემონტი ჩაუტარესო ხო?”

წერს ლელა ჯიჯელავა

ნანახია: (423)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას