“გუშინ ვუყურე ყოვლად ამაზრზენ ტვ „იმედზე“ სიუჟეტს, სადაც ვითომ „ეკლესიასთან მებრძოლებს“ ამხელდნენ...სხვა საქმეა ის, რომ ვიღაც ყველა მუქთამჭამელი, უსაქმური, უტვინო და ძუნძგლიანი ანაფორასამოფარებული თავის თავს ეკლესიას უწოდებს და ქრისტეს სახელით უბადრუკ კეთილდღეობას იწყობს..ეს ცალკე საკითხია..მაგრამ ამაზე რომ გაამახვილეს ყურადღება... ბილწსიტყვაობის ცოდვაში არიანო თეოლოგებიო...მოიცა..ბილწი სიტყვის წარმოთქმაა ცოდვა და ბილწი ცხოვრება,, ბილწი გული და სული, ქვეყნის ინტერესების გაყიდვა, ქრისტეს სახელით სპეკულიანტობა, ქორ-ვაჭრობა, მრუშობა (რასაც მრავლად აქვს ადგილი მაგ ორგანიზაციაში, რაც სუს-ის კრებსებიდანაც კარგად ჩანს..იმ სუს-ის კრებსებიდან, რომლის შედგენაც პირდაპირ ამათი ბელადის, ივანიშვილის დავალება იყო) და სხვა მრავალი რამ, არ არის ცოდვა?...აი, მაგალითად, გლეხურად ვიტყვი, რადგან ამ არხის აქტიური მაყურებლის ინტელექტს გავითვალისწინებ...და გონებრივ სიჩლუნგეს...მაგალითად, ერთი ადგილის ხსენება „გრეხია“ და იმავე ერთი ადგილის მიცემა არ არის „გრეხი“?
უზნეობა და უსინდისობა იმდენად საზიზღარი ასატანი და გადასატანია, იმდენად მყრალია ის ჭაობი, რომელსაც უზნეო ადამიანები ქმნიან, რომ ძნელია ამ აქოთებული ჭაობის ყნოსვით შეწუხებულმა სუფთა ადამიანმა წონასწორობა შეინარჩუნოს და ზრდილობიანად და დახვეწილად დაახასიათოს და აღწეროს სიმყრალე და სიდამპლე ამ ჭაობისა..
მაგალითად, ბოდლერი რომ წერდა „ლეშს“...იმდროინდელი პეროიანი „სასტავი“ უჩიოდა, რატომ აგვითრთოლე ჩვენი, ძვირფას სუნამოებს დაჩვეული, ესოდენ გაფაქიზებული ყნოსვაო...ბოდლერისგან ეს სიმართლე იყო..რადგან...რაც დაინახა, ის აღწერა.. ხოლო ამ მართლა სუნმყრალი საზოგადოებისგან ეს იყო თამაში, სიყალბე, თვალთმაქცობა და ფარისევლობა!. ცოცხალი ლეშები იყვნენ ეს ადამიანები და სიმართლე ეწყინათ. რადგან სიმართლე უხეშია, სწორედ მყრალი და ტლანქი სინამდვილიდან გამომდინარე!...”
წერს ლელა ჩხარტიშვილი.
ნანახია: (494)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას