"ისევ აზდაკის მონოლოგით და რიტორიკული კითხვებით დავიწყებ.. _ რატომ ჩვენ კაცებს აღარა აქვთ ძარღვებში სისხლი? _ ჩვენს ქალებს ცრემლი რატომ დაუშრათ?... _ რატოომ?.._ მოგახსენებთ... ჯერ გავცეთ პასუხი კითხვებზე: _ საიდან იწყება სახელმწიფო, ღირსება?!.. _ რატომ ვერ ამოვიდა ჩვენი ქვეყანა წუმპიდან? პირველ რიგში, ჩვენ ვერ გაგვიცნობიერებია, რომ სახელმწიფო იწყება თითოეული ჩვენგანიდან და თითოეულ ჩვენგანს, ჩვენს წილ ასპარეზზე, ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვეკისრება და ბრალი მიგვიძღვის იმ უსახურებაში, რაც ჩვენს ირგვლივ ასე სავალალოდ გაბატონდა... აი, მაგალითად..მოვიგონებ...სასულიერო აკადემიას ვამთავრებ და გვაქვს დიპლომების დაცვა...შეკრებილია საზოგადოება..მაგიდასთან ზის პატრიარქი, რომელიც იმხანად რექტორი იყო ამ სასწავლებლისა...ჩემი ჯერი მოვიდა და გავედი, ასე ვთქვათ, დიპლომის დასაცავად.,.და პატრიარქი მაძლევს რაღაც შეკითხვას ნეტარ ავგუსტინეზე, ანუ ჩემს სადიპლომო თემაზე...მე ვდგავარ მის პირდაპირ.. ამ დროს წამოხტა ბატონი ზვიადაძე, რომელიც იმხანად პრორექტორი ბრძანდებოდა და ბოლო ხმაზე ღრიალებს: _ შვილო, სად გაგონილა, ასე ახლოს პატრიარქთან დგომა?...რამდენიმე ნაბიჯით უკან დადექი!.. დისტანცია! დისტანცია!...ამ დროს უკან რომ დამეხია, ზურგს უკან მდგომ მაგიდას დავეჯახებოდი...ის ზღაპარი გამახსენდა.. „მე-ქალაქს“ ყოყლოჩინა დედოფალი რომ ჰყავს და ქალაქის მცხოვრებლები შეშინებულები არიან...მუდმივად ნერვიულობენ იმაზე, თუ რამდენი ნაბიჯით მიუახლოვდნენ ამ დედოფალს, რამდენჯერ დაუკრან თავი...ნუ შეხვედრა ხომ ჩაწერით არის და წლობით რიგში დგანან.. რა თქმა უნდა, მე გავბრაზდი და ერთი გაფიქრება გავიფიქრე.. ახლა ავიმაღლებ ხმას ამ უმსგავსობაზე...გონებაში წარმოვიდგინე, რომ სილა გავაწანი ამ ძალაუფლებისგან აღგზნებულ ტიპს და მლიქვნელს..ამ არამკითხე შემეტენეს...ლაქიას!..გადავწყვიტე, ამათი დიპლომის დედაც_თქო!..მაგრამ დღემდე ვწუხვარ, რომ ეს არ გავაკეთე...იქ იყვნენ ადამიანები, კაცები, რომელთაც ასევე არ ამოუღიათ ხმა...რადგან ეს უკვე ნორმა იყო ამ საზოგადოებაში... ლექტორები მუდმივად უკმაყოფილოები იყვნენ.. განსაკუთრებით ისინი, ვისაც რაღაც დონე ჰქონდათ.. უნივერსიტეტიდან მოსული ლექტორები..ის ძველი გვარდია...რომელთაც ამ სასულიეროების აზრით, ცოდნა ჰქონდათ, მაგრამ ვითომდაც რწმენა არა.....(ანუ კანონიკის ცოდნა)....ერთმა ლექტორმა შემომჩივლა კიდეც... შემოვდივარ აუდიტორიაში და სტუდენტები ზურგს მაქცევენ (აღმოსავლეთით ბრუნდებიან) და „მეუფეო ზეცათაო“-ს კითხვას იწყებენ.. იმის მაგივრად, რომ ჯერ სალამი მითხრანო...ღირსების შელახვად მიიჩნევდნენ ამ ქმედებას ეს პროფესორ-მასწავლებლები...და პრინციპში მართლებიც იყვნენ.. მაგრამ არ ყოფნიდათ ძალა და გამბედაობა, საკუთარი ღირსება დაეცვათ...ბატონი ზვიადაძე მუდმივად შეურაცხყოფდა სტუდენტებსაც და ლექტორებსაც...უშვერი სიტყვებით ლანძღავდა, უყვიროდა, ხელიც კი გაურტყია არამარტო სტუდენტებისთვის, არამედ ლექტორებისთვისაც.. და ესენი ვითომდაც „მორჩილებით“ ითმენდნენ....რადგან არ უნდოდათ კარიერის გაფუჭება და მდგომარეობის დაკარგვა... ნორმალურ სახელმწიფოში რომ ვცხოვრობდეთ, წესით ასეთი ქმედებები სამოქალაქო სამართლის დანაშაულია და ისჯება...მინიმუმ, თანამდებობის დატოვებით. რადგან ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფ ადამიანს, უნდა გააჩნდეს თმენის ვალდებულება და რაგინდ დამნაშავეც არ უნდა იყოს ხელქვეითი, არამც თუ უდანაშაულო, უნდა მოუთმინოს...სიმშვიდე შეინარჩუნოს და თავი შეიკავოს.. მით უმეტეს, რაღაც ეთიკაზე (და სულიერებაზე) პრეტენზიის მქონე დაწესებულებაში...ყველა სამსახურში ხდება კონფლიქტი და ჩვენ გარკვეულწილად ვითმენთ, წონასწორობას ვინარჩუნებთ, რომ არ დავძაბოთ სიტუაცია და სამსახურიც შევინარჩუნოთ, მაგრამ ყველაფერს აქვს ზღვარი.. და არავის არ უნდა მისცეს თავმოყვარე ადამიანმა უფლება, ვიღაცამ გადაუაროს, დააჩმოროს...სულში ჩააფურთხოს..წინააღმდეგ შემთხვევაში ღირსები ვართ იმ საბანძეთისა, სადაც ვართ...რაც ჩვენივე ინერტულობითა და ლაჩრობით გავაბატონეთ...სოფლის კლუბიც აღარ ერქვა იმ დაწესებულებას, სადაც მე ვსწავლობდი მაშინ... სოფლის კლუბში ქე მაინც ერთობოდა ხალხი..ეს იყო ნამდვილი მარაზმი!..დიახ, ქაჯობა, რომელმაც გვაჯობა, სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ არა გვაქვს ღირსება....თავმოყვარეობა.. და არც ქრისტიანობა.. რადგან ქრისტიანობა იმასაც გულისხმობს, რომ სხვა ადამიანს დაეხმარო, არ მისცე უფლება, გახდეს მჩაგვრელი, ძალაუფლებისგან ასე უკიდეგანოდ აღიგზნოს და უმძიმეს ცოდვაში ჩაეფლოს!"
ლელა ჩხარტიშვილი
ნანახია: (452)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას