logo.png

45 წლის წინ...

   ,,უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონებიან"-ო, როგორც მიტოვებულ ტაძარსა და სახლში იბუდრებს კოღო, ბუზი, ობობა, ხვლიკი, გველი, ძაღლი და ღორი.
   1977წ.-ს სულიერად მკვდარი იყო ქართველი ერი, რომელიც, უმცირესი გამონაკლისის გარდა, ღმერთს არათუ არ აღიარებდა, არამედ ებრძოდა. დღემდე, სულიერად მკვდარია ქართველობა (საქ. მოსახლეობა), რადგან ,,შავად შემოსილებისა" და ტაძრების მომრავლებისდა მიუხედავად, თბილისი არის სოდომი; სოდომია და სოდომივით იქცევა (გადაიქცევა, მისებრი დასასრული ექნება, თუკი არ შეინანებს).
   აქამდე, ათწლეულები, ამდენი ხანი რომ იგივე გვყავს პატრიარქად ქართველებს, სრულიად ლოგიკურია, რადგან ,,მებრძოლ ათეიზმში" მოწინავე ერი უკეთესს არ იმსახურებდა; როგორც მსგავს შემთხვევებზე წმ. ანასტასი სინაელი წერდა, ღმერთმა ,,უარესი ვერავინ იპოვნა"...
   კარგად გვახსოვს ის უღმერთო დროება, როცა ოჯახები შვილებს და მასწავლებლები ნიჭიერ მოსწავლეებს ურჩევდნენ არა საღვთო ცოდნის მიღებას და უშვებდნენ არა სასულიერო სასწავლებლებში, რომლებიც აღარც კი არსებობდა, არამედ ,,პრესტიჟულ", ,,ფულიან" ფაკულტეტებზე. ამის შედეგად, ტაძრების საკურთხევლებში, ჩვენ, ოროსნებმა, დავიჭირეთ ხუთოსნების ადგილები...
   წინასწარ, ღმერთის გარდა, ვინ იცის, ვინ რას გააკეთებს; ვინ ცხოვნდება და ვინ წარწყნდება?! ყურადღებით მოისმინეთ, ქვემოწარმოდგენილი ვიდეოკრებულის II ნაწილში, 1977 წელსვე გაკეთებულ დოკუმენტურ ფილმში, როგორ წინასწარ აქებენ, ხოტბას ასხამენ და ,,წინასწარმეტყველურად" განადიდებენ ახალდანიშნულ პატრიარქს კომპარტიის იდეოლოგიური განყოფილების უფროსები, რომელთა მიერ შედგენილ ტექსტს საპატრიარქოდან კონსულტანტებად მიუჩინეს მღვდელი და მღვდელმთავარი (ორივე ცნობილი სოდომისტი). იმთავითვე ცხადი იყო, რომ უშიშროების კომიტეტმა აამუშავა გეგმა-პროექტი ,,ცოცხალი წმინდანისა"... 
   თანამედროვე უსაფრთხოების სამსახურის ჩანაწერებში, ე. წ. კრებსებში, სადაც სინოდის ყველა წევრზეა შედგენილი ,,საქმე", მის თავმჯდოარეზე ,,დოსიე" ამოღებულია; რატომ?!. იქვე, (20.11.2019, 17:07:57) ვკითხულობთ: [პატრიარქი ეუბნება ერთ-ერთ არქიმანდრიტს მიტრ. პეტრეზე]: ,,მან მოკლა საქართველოს წარსული, დღევანდელობა და მომავალი". თუკი მის (პირველი პირის) მიმართ საჯაროდ გაჟღერებული ბრალდება ცილისწამებაა, ცილისწამება როგორ ,,მოკლავს წარსულს  დღევანდელობას და მომავალს"?! -- მაცხოვრისადმი ცილისწამებებმა კაცობრიობის ისტორია, იმდროინდელობა და მომავალი ვერ მოკლა. ვერც წმინდანებისადმი -- მათ შორის, პატრიარქებისადმი -- ცილისწამებებმა მოკლეს მათი ქვეყნების წარსულ-მომავალი; თანაც: უფრო წარმოაჩინეს, პირადად, მათი სიწმინდე და გააბრწყინვეს ისინი. 
   ერთმა მწერალმა, რომელზეც, ყრმობაში, დღევანდელი პირველიერარქის რჩეულ ეპისკოპოსს ჰქონდა სოდომური ძალადობის მცდელობა, წლების წინ, მითხრა, -- პატრიარქს ნათქვამი აქვს, თბილისი კავკასიის მამათმავლების ცენტრად უნდა ვაქციოო. მაშინ, ამ მწერლის ნათქვამი სერიოზულად ვერ აღვიქვი, რადგან რამდენიმეჯერ მსმენოდა, მაგრამ ჯერ კიდევ არ მჯეროდა (ვერ ვიჯერებდი, მიჭირდა დაჯერება) ,,პატრიარქის" სოდომიურობა... 
    უდიდესი მწუხარებით, გულისტკივილითა და ამავე დროს, თქვენი და ჩემი გადარჩენის წყურვილით გაუწყებთ, რომ რაც ქართველთა “უმრავლესობას ეკლესია ჰგონია, ის ეკლესია აღარაა...
   როცა ამბობენ, პატრიარქს ყველაზე მაღალი ე. წ. რეიტინგი აქვსო, ეს, ჯერ ერთი, ფარდობითია პოლიტიკოსებთან, რომლებიც ხალხს ჯეროვნად ვერ აპურებენ და მეორე: ესაა არა იმდენად პიროვნული, რამდენადაც ნდობა ეკლესიისა და პატრიარქისადმი, როგორც ინსტიტუციებისადმი. იგი იმიტომაც უყვართ, -- ჰგონიათ, ჩვენს ცოდვებს ტვირთულობსო (გეგონებათ, ქვეყნიერებას მეორე მესია მოვლინებოდეს); რაც არ უნდა ვცოდოთ, მაინც გვაცხოვნებსო. ზოგი ამბობს, -- მან შვილი მომინათლა და მასზე ცუდს ვერ ვიტყვიო... ცალკე, ამოუხსნელი ფენომენია ,,ზვიადისტი" პატრიარქისტები...
    -- იგი ქადაგებს, რომ მღვდელიც ადამიანია; თუკი ის შესცოდავს, წავა და მოინანიებს... ანუ გულისხმობს, რომ თან, მღვდლად დარჩება (იხ. მსგავსი შინაარსის III ვიდეო): <<ჩვენი სამღვდელოება თქვენი შვილებია, ჩვენი შვილებია. ,,არა არს კაცი, რომელიც სცხონდეს და არა სცოდოს”, მაგრამ თუ ადამიანი გრძნობს თავის ცოდვებს და ინანიებს, აღსარებაზე მიდის და წმინდა ზიარებას ღებულობს, მას უფალი აპატიებს იმ ცოდვებს>>. აქედან ჩანს, რომ ამ სიტყვების ავტორი არის ან უმეცარი, ან სატანისტი (არჩევანი მისმა თაყვანისმცემლებმა გააკეთონ). პირადად, ვფიქრობ, ორივეა. დიახ, ის, როგორც ჩანს, სატანისტია (ეკლ. ისტორიამ იცის მსგავსი შემთხვევები), რადგან მან ამ, წმინდა მამათა მოძღვრების საწინააღმდეგო, ცრუსწავლებით ანუ მწვალებლობით (ერესით) ეკლესია გეგმაზომიერად, შეგნებულად გახრწნა, როგორც სულიერ-ინტელექტუალურად, ისე ხორციელად, -- წულთმხრწნელი (პედოფილი), მამათმავალი და მრუში ,,სამღვდელოების" არნახული გამრავლებით; მათი მფარველობით, დაჯილდოვებითა და დაწინაურებით. მის სატანისტობას მიანიშნებს პირჯვრის თავდაყირა გამოსახვაც (იხ. IV ვიდეოში) და მრევლისადმი გადასახვაც, რა დროსაც, ეკლესიის სწავლების თანახმად, ,,ეშმაკნი ხარობენ".”

წერს დეკანოზი გიორგი სხილაძე. 

ნანახია: (703)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას