“განათლებულმა და საკმაოდ ინფორმირებულმა ისტორიკოსმა - სერგო ვარდოსანიძემ ყველაზე უკეთ იცის ილია II-ის ჰომოსექსუალობის, КГБ-შნიკობის, უწიგნურობის, კოლაბორაციონისტობის, ანგარებიანობის, სამღვდელოებაში გათახსირებული და უბირი ტყიურების კულტივირების შესახებ და საჯაროდ მაინც არაფერს ამბობს!
ამ კაცმა, რომელსაც პირადად ჩემთვის არაფერი დაუშავებია, ზოგიერთ კარგ კვლევასთან ერთად, მთლიანობაში ავნო და დაუშავა მომავალ თაობებს, მორწმუნე საზოგადოების ცნობიერებას, პროფესიულ სინდისს, საკუთარ ღირსებასა და ისტორიას - თავისი პანეგირიკებით, ენკომიით, პიეტეტითა და ნაყალბევი ისტორიული ფაქტებით, რომლებიც წიგნებად გამოსცა და სრული ინტოქსიკაცია და დეზორიენტაცია მოახდინა საზოგადოებრივი განწყობებისა.
ფაქტობრივად, ცრუ, უზნეო და გაორებული ქართველი “მოღვაწეები” შემოგვასაღა გმირებად და იდეალებად!
სანამ ცოცხალია (ღმერთმა ადღეგრძელოს!), ნამუსი თუ შერჩენია – გამოვიდეს, აღიაროს და მოინანიოს ის ტოტალური ინტელექტუალური თაღლითობა, კონფორმისტობა, ორპირობა, უპრინციპობა, ეგოიზმი და მერკანტილიზმი, რომლითაც მან დიდების კვარცხლბეკზე შემოსვა ყველა პროფანი და ამორალური აქტორი და წაშალა კვალი მავანთა ფეკალიებისა! თუ არადა მისივე ნაშრომები იძიებენ შურს მასზე!..”
წერს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.
ნანახია: (787)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას