logo.png

Vladi Narsia

“მშვიდობა ღვთაებრივი სიკეთეა. იგი რელიგიურ ტექსტებში ორ მთავარ სიკეთესთან ერთად მოიხსენება - სამართალი და წყალობა. თუ ეს ორი არ ახლავს ყველა ლოზუნგი მშვიდობაზე  ყალბია. 

წყალობა და ჭეშმარიტება ერთმანეთს შეხვდებიან და სიმართლე და მშვიდობა გადაკოცნიან.  ჭეშმარიტება ქუეყანიდან აღმოსცემდება და სიმართლე ზეციდან გამოჩდება. (ფსალმუნი, 84. 11-12).

სააკაშვილის შეწყალება უპირველესად რელიგიური აქტია და იგი ეკლესიის მიერ უნდა იყოს ინიცირებული. სამწუხაროდ, პატრიარქის არათუ პირდაპირი, არამედ ირიბი მოწოდებაც კი არასოდეს გვსმენია ამ უმთავრესი ქრისტიანული მცნების დასაცავად და ეს მხოლოდ ერთადერთ რამეს მიუთითებს - სააკაშვილი პუტინის ტყვეა და ამიტომ ეკლესია რუსეთის დირექტივის გამო ხმას ვერ იღებს. ივანიშვილის და ილია II ხელისუფლებებს რუსეთი ყავს შუამავლად, და არამარტო სააკაშვილის საქმეში. 

სანამ სააკაშვილი ციხეში კვდება და ქვეყანაში უსამართლობა ზეიმობს ოცნების "მშვიდობას" არაფერი აქვს საერთო ღვთაებრივ სიკეთესთან და იგი ჭეშმარიტი მშვიდობის ყალბი ორეულია - როგორც ანტიქრისტე ქრისტესი!”

წერს თეოლოგი ვლადი ნარსია

ნანახია: (930)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას