“პასუხად ეპისკოპოს
გიორგის (ჯანდელიანი).
მაცხოვარი ბრძანებს: ,,თითოეული ხე თვისისაგან ნაყოფისა საცნაურ არს" (ლკ.6.44). ჭეშმარიტად ასეა!
წარმოვადგინოთ ორი პიროვნება, ილია მეორე და მეუფე პეტრე (სიმბოლურად როგორც ხეები) და ვნახოთ მათი მოღვაწეობის ნაყოფი, რომ გავიცნოთ თავად ხე!
ვინ არიან ილია მეორის ,,ნაყოფები"? პედოფილები (მაგ. სერაფიმე ჯოჯუა), რუსის აგენტები (მაგ.ნიკოლოზ ფაჩუაშვილი, შიო მუჯირი), მამათმავლები და მრუშები გინდ ეპისკოპოსებში, გინდ - მღვდლებში და გინდ - მონაზვნებში (სუს.ის ფაილები სავსეა ასეთთა გვარ-სახელებით, მაგალითად თქვენც მრუში ხართ, მონაზონთან მრუშობთ, ხომ იცით ეს? ისიც ხომ იცით, ღამით მთვრალები რეზიდენციიდან იარაღის სროლაში რომ ეჯიბრებით ერთმანეთს და შეწუხებულნი გყავთ მოსახლეობაც და სამღვდელოებაც. თავად კი არ გეუბნებიან, მაგრამ სუს-მა დააფიქსირა მათი გულისწყრომა), მილიონრები და ბიზნესმენები რომ ხართ, ამას უკვე ვინღა აქცევს ყურადღებას.
ლამის ნახევარ მილიონად შეფასებული მანქანა რომ იყიდეთ და თქვენი სამწყოს ნახევარზე მეტს რომ პურის საყიდელი ფული არ აქვს, ეგ ჩემზე კარგად იცით!
გავაგრძელოთ, ვინ არიან ილია მეორის გარშემო შემოკრებილნი, როგორც ნაყოფნი მისი მოღვაწეობისა?
უფროსმა თაობამ კარგად იცის ეროვნული მოძრაობის დრო და მათი შეუფასებელი ღვაწლი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში, ილია მეორის ხელმოწერა კი არ გახლავთ დამოუკიდებლობის აქტზე და ვინც გვერდით ედგა გამსახურდიას, ყველა გაანადგურა (ამსოფლის გაგებით) ილია მეორემ). შესაბამისად, მხედრიონლების, ქვეყნის მტრების, კოლექტიური იოსელიანების, ხაინდრავების, შევარდნაძეების და მსგავსთა საფიცარი გახდა თქვენი პატრიარქი. ყველაზე დიდი სირცხვილი ეს მგონია მისი ,,მოღვაწეობის " განმავლობაში!!!
აღარ გავაგრძელებ, საკმარისია ისედაც!
და ამის საპირწონედ მიმოვიხედოთ მეუფე პეტრეს გარშემო და გავიცნოთ ის ხალხი, ვინც მის გვერდითაა, რომ შევაფასოთ მისი პიროვნება.
ვინ არიან მეუფის გვერდით? უბრალო მღვდლები, მონაზვნები და ერის ხალხი, არცერთ მათგანს არასოდეს გაუკეთებია ისეთი რამ, რასაც ქრისტეს სჯული კრძალავს. არცერთი მათგანი არ არის მდიდარი, არც მანქანები ჰყავთ და არც ბინები, არც საყვარლები თქვენგან განსხვავებით, არც აგენტები არიან რუსის! სუს-ის ფაილებში, სადაც, ფაქტობრივად, ყველზე ყველაფერი წერია, არაფერი არ არის მეუფე პეტრეს გარშემო შემოკრებილ ხალხზე და არ არის იმიტომ, რომ არცერთი არ ცხოვრობს საეჭვო ცხოვრებით. მამა დანიელი, მამა ათინოგენი, მამა მირიანი, მამა კონსტანტინე, მამა ანანია, მამა ანდრია, მამა პეტრე , იღუმენია თამარი, მონაზონი საბიანა, ქეთევანი, სალომე, მართა და მრავალი სხვა ადამიანი, ასევე ერისკაცებიც, რომლებიც მეუფის გარშემო არიან შემოკრებილნი, არცერთ მათგანზე არანაირი საეჭვო ინფორმაცია არ არსებობს. სწორედ ეს გაღელვებთ თქვენ!
დიახ, თქვენ დაალპეთ ეკლესია ქრისტესი და, შესაბამისად, ვინც ცდილობს, ამ სიდამპლიდან მაინც აღადგინოს ცოცხალი ხე, ის მიუღებელია თქვენთვის, რადგან ცოცხალი ხე აუცილებლად მოიშორებს დამპალ ნაყოფს (თქვენი სახით), რაც აუცილებელი სიკვდილის მომასწავებელია თქვენთვის!
ეპისკოპოსო გიორგი, ქრისტეს ფეხის მკვნეტელო, თქვენ ძალიან კარგად უწყით, რომ ეპისკოპოსობის გარეშე ხართ არარაობა, ამიტომაც ებღაუჭებით ამ სკამს და როგორც დამპალი ნაყოფი დამპალი ხისა, ცდილობთ კეკლუცობას უსიცოცხლო ხის წინაშე სკამის შესანარჩუნებლად!
თქვენდა სამწუხაროდ კი, მიტროპოლიტ პეტრეს და მის გარემოცვას ეს არ აშინებს, რადგან ჩვენი ხე წმინდაა და ასეთივე ნაყოფი აქვს გამოღებული.”
წერს თეოლოგი გიორგი გეგუჩაძე
ნანახია: (927)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას