“შეინანე პატრიარქო, შენს გამო ერი ისჯება!”
“დუმილით ვაპირებდი ქართველ ერსა და ეკლესიაზე მორიგი დიდი განსაცდელისა და გუშინ ცხრამუხის მონასტერში თავზე დატეხილი უბედურების დათმენას, რომ არა ე.წ. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის “უფროსის” დეკანოზის ხარისხში უღირსად მყოფი ანდრია (ზვიად) ჯაღმაიძის ამაზრზენი, ბიბლიურად გაუმართლებელი პოზიციის გამოხატვა და გადაბრალების მცდელობა …
“ უსჯულოებისა ჩვენისა გამო” ნუთუ უცხოა წმიდათა მოწამეთა დავითისა და კონსტანტინე მხეიძეების, არგვეთის მთავართა ეს სიტყვები და ახალ სწავლებას გვთავაზობენ ამ ჭეშმარიტების სანაცვლოდ განსაცდელისას ვაიმოძღვრები ?!
დავიწყოთ იმით, რომ
1. მთავარი მოძალადე, ლამის წმინდანად გამოცხადებული კათოლიკოს-პატრიარქი გვყავს ერში და ეკლესიაში, მე პირადად მომისმენია მისი სოდომური ლტოლვითა და ძალადობით ლამის ჭკუიდან შეშლილი, სულიერად დაღდასმული ახალგაზრდა ჭაბუკების მიერ მოთხრობილი გამაოგნებელი ფაქტები…
2. ციანიდის საქმე იყო და არის ძალადობა და ძალმომრეობა, რომელსაც დღემდე ეწირება უდანაშაულო დეკანოზი, მძიმედ დაავადებული,მის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევა, მათ შორის მაშინდელი პრემიერ მინისტრის, იუსტიციის მინისტრის, იერარქთა და მრავალთა მხრიდან, რომ თითქოს პატრიარქის მკვლელი მოძღვარი აღმოჩნდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში…
3. სასამართლო დაიხურა და სამართლიანი სასამართლოს უფლება ჩამოერთვა ბრალდებულს, იმ მიზეზით, რომ თითქოს საქმეში ეპისკოპოსისა და მონოზონის ურთიერთობაზეა საუბარი და დააბრკოლებდა საზოგადოებას, ამ დროს არ გვიხილავს არცერთი დასჯილი ეპისკოპოსი და მონოზონი ამ ბრალდებით…
4. როგორც მოვისმინეთ, თურმე პატრიარქს, უკანონო ქორწინებაში მყოფი არქიმანდრიტისა და მონოზონისათვის ზიარების უფლება დაურთავს…
(დღემდე პატრიარქისა და მისი მდივნის, მიქაელ ბოტკოველის სამართლიანი მხილებისთვის, მამხილებელი სტატისისთვის უზიარებლობით ვარ დასჯილი ...)
5. როცა მარტვილსა და ჭყონდიდის ეპარქიას უსირცხვილოდ ახსენებთ, გაიხსენეთ სტეფანე კალაიჯიშვილის უტიფარი და ზღვარსგადასული ცილისწამება მიტროპოლიტ პეტრესადმი, თითქოს მონოზონთან უკანონო შვილი ყავს და დღემდე, მიუხედავად მეუფის კატეგორიული მოთხოვნისა, რეაგირება , მსვლელობა არ მოყოლია,
ნამდვილად ბერობაში, ეპისკოპოსობაში, შვილოსანი მღვდელმთავრები კი დღემდე დაუსჯელია…
6.სტეფანე კალაიჯიშვილის ზღვარგადასული უზრდელობა, მარტვილის წმიდა ნინოს დედათა მონასტერში, მონაზონთა კრებაზე, მონაზონ სოსანას მიმართ გამოვლენილი , შემდეგ შუა ღამისას, კომენდატის საათისას მონოზონის ქუჩაში, მონასტრის გარეთ მარტო დატოვება და მთელი რიგი შეურაცყოფები მის მიმართ, საპატრიარქოს მხარდაჭერით აღსრულებული…
7. სუსის კრეფსებში აღწერილი ძალადობისა, უზნეობისა, უწმინდურობისა, მონაზონთა უკიდურესი სულიერი დაცემის მიმართ რეაგირების არ არსებობა და დღემდე იგნორი ამ მოვლენებისა და გამოსაძიებელი ფაქტების მიმართ…
8. ის ფაქტი, რომ დღემდე წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის გვერთით არის ფრესკა ცრუპატრიარქისა და მიუხედავად სინოდის სხომაზე მიტროპოლიტ პეტრეს მიერ მოწოდებისა “ მიბაძეთ მეფე თამარს და სთქვით, ჩემგან დაიწყეთ მხილება, თუ გინდათ ერი გადარჩესო”, დღემდე არაფერი შეცვლილა და მონაწილე ვართ ამ მკრეხელობის…
სხვა უამრავი მიზეზის მოყვანა შეიძლება, რის გამოც თავს დაგვატყდა ეს დიდი უბედურება და სირცხვილი, იქნებ მარადიულობის აღმნიშვნელმა რიცხვმა 8 , მაინც გაგახსენოთ, რომ სიცოცხლე მარადიულია და ეპისკოპოსი, მით უფრო პატრიარქი მარტო ვერც ცხონდება, ვერც წარწყმდება, ნუ წარწყმედთ მრავალთა სულებს, როგორც სასყიდლით დადგინებული არა მწყემსი კეთილი,
შეინანე პატრიარქო !!!
პ.ს. ვევედრებით უფალს მძიმე განსაცდელში მყოფი მონაზონი ანუსიას სულიერი სიმტკიცისა და გადარჩენისათვის. ამინ !”
წერს იღუმენია თამარი (გამყრელიძე)
ნანახია: (758)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას