logo.png

ილია მეორის მიერ დევნილ და დასჯილ ეპისკოპოსის, მეუფე  ქრისტეფორე წამალაიძის განცხადება:

"1979-80 წლებში, მე ვიყავი ქორეპისკოპოსი და უაღრესად ნათლად დავინახე რა ფორმებით ხრწნიდა ათეისტური კაგებე და მისგან ეკლესიაში
შემოგზავნილი აგენტურა, განსაკუთრებით პედოფილი მღვდელმთავრები ჩვენს ეკლესიას!
ყოველივე ამის შესახებ საპროტესტო ხმა ავიმაღლე საჯაროდ, როგორც სიტყვიერად ისე ოფიციალური წერილებით!   
ამის გამო დამიპირისპირდა სინოდის თითქმის ყველა წევრი პატრიარქის ჩათვლით!  პატრიარქი თითის ქნევით დამემუქრა და მას შემდეგ დაიწყო ჩემი არნახული დევნა-შევიწროვება! ყველაფერში ვამხილე პატრიარქი და წერილობით მოვითხოვე ქორეპისკოსის თანამდებობიდან ჩემი განთავისუფლების შესახებ! სრულყოფილად შევიცანი და შევისწავლე პატრიარქი, მისი ბუნება და მის მართვის მეთოდები!
არა მხოლოდ პატრიარქი დამემუქრა, არამედ რელიგიის რწმუნებული გივი შალვას-ძე მაისურაძე და ედუარდ შევარდნაძე!
ჯერ  ავტო-ავარია მომიწყვეს, დავიმტვერი, მაგრამ სასწაულებრივად გადამარჩინა უზენაესმა ღმერთმა, შემდეგ მე და ჩემი მძღოლი იური ბაბაშვილი მოგვწამლეს სოფ. ბარდუბანში, დემურ ბარდაველიძის ოჯახში..  უზენაესმა ღმერთმა, პროფესორმა ნინო მგელაძემ და ექიმებმა, ხუტა პაჭყორიამ და ზურაბ ენუქიძემ სიკვდილს გამოსტაცეს ჩემი თავი!
პედოფილი მღვდელმთავრების მიერ დაიგეგმა ჩემი ლიკვიდაცია, ამის შესახებ ჩემს დედობილს სადუმლოდ მიაწოდა ინფორმაცია მორწმუნე პიროვნებამ, მან თანხის რაოდენობაც კი უთხრა დედობილს უკვე გადახდილი ჩემი ლიკვიდაციისთვის 150 000 მანეთი! 
შეტყობინების თანავე წამოვედი შუა ღამით, რომ არავის გაეგო და მეტეხში გავჩერდი ერთი თვე, მანქანაც მეტეხში მყავდა. გვიან საღამოთი გამომიარეს ჩემმა ახლობლებმა და თავიანთი მანქანით წამიყვანეს თბილისში!
ღამით თურმე ავის მზრახველებმა მთელ 
სოფელში გამორთეს ელექტრო შუქები და ყაჩაღები შუაღამისას თავს დაესხნენ
შემს ოჯახს, თითქოს ძარცვის მიზნით,
ამ დროს ოჯახს ჰქონდა მხოლოდ 3 მანეთი, მომხდურები უთენია დილამდე არ მიდიოდნენ, მეუღლეს ეჩხუბებოდნენ
და სთხოვდნენ ეთქვა სად ვიყავი მე !
მომხდურმა სილა გააწნა მეუღლეს, გამწარებული მეუღლე ყელში სწვდა შეურაცხმყოფელს და ფრჩხილებით დასერა მისი ყელი, ტკივილ მიყენებულმა მომხდურმა
მეუღლეს ხელები ხანჯლით დაუსერა!
ეს მოხდა 1983 წელს.
შემატყობინეს მომხდარის შესახებ და სასწრაფოდ დავბრუნდი მეტეხში, მეუღლე ნაცემი და საკმაოდ სისხლდაკარგული საავადმყოფოში დაეწვინათ! კასპის რაიონის მთავარი გამომძიებელი იყო მეუღლის ალალი მამიდის შვილი შოთა თაბუაშვილი, მოიძიეს  ყველა საეჭვო პიროვნება, მეუღლემ უთხრა გამომძიებელს მომხდურს ყელზე აუცილებლად ექნება ჩემი ფრჩხიილებით მიყენებული ნაკაწრებიო, მართლაც სიცხეში ყელზე შემოხვეული "კაშნით" მიაგნეს, მოჭიდავე, შავი სამყაროს წარმომადგენელ ამირან იაძეს, ზედმეტ სახელად "გუძას", მან თავის თანამზრახველები ვინებიც თავდასხმის დროს თან ახლდა არ გასცა, მიუხედავად დიდი ზეწოლისა, მას მიუსაჯეს 12 წლით პატიმრობა!
როგორც ციხიდან გამოჟონილი ინფორმაციით შევიტყვეთ, გუძას უთქვამს , თუ მალე ციხიდან არ გამიყვანენ ყველაფერ სიმართლეს ვიტყვიო! ამ სიტყვის თქმის რამდენიმე დღის შემდეგ გუძა ციხეში სიცოცხლეს გამოასალმეს!
ყოველივე ინფორმაცია ჩემს ხელთ არსებული გავაცანი ჩემს უახლოეს მეგობარ მღვდელმთავრებს, მეუფე შიოს და ამბროსის!
მოვითხოვეთ სინოდის კრების მოწვევა, სადაც უნდა განხილულიყო პედოფილებისა და აგენტების საკითხი, მაგრამ პატრიარქმა ყველაფერი საშუალება გამოიყენა, რათა სინოდის კრება არ ჩატარებულიყო ამ საკითხთა შესახებ! 
დაიწყო ისევ ჩვენი გაათმაგებული დევნა-შევიწროვება!"

ნოემბერი, 2022

ნანახია: (1147)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას