“ზენონი ამბობს: 1. საჩივარი შევიტანე უკანონო თვალთვალზე, მაგრამ ვამტკიცებ, რომ მე ის არ ვარ ვისაც უკანონოდ უთვალთვალებდნენო :)). მეტიც, პროკურატურამ მიპასუხა - გვინდა გცნოთ დაზარალებულად, თუმცა თქვენ ის არ ხართ ვისაც უკანონოდ უთვალთვალებდნენ, მაგრამ მაინც შეგვიძლია დაზარალებულად გცნოთო :))) (ზენონს ერთბაშად სურს დაზარალებულის სტატუსიც და იმის მტკიცება, რომ ის პირი ვინც კრებსებშია მოხსენებული თავად არ არის, რადგან ეპისკოპოსისთვის ამ პირის სახე შეუფერებელია!). 2. წინათ მრევლს უმტკიცებდა, რომ არავითარი თავშესაფარი მას არ მოუთხოვია. ახლა კი რაღაც ბუნდოვანი ფორმულირება შემოგვთავაზა სიტყვა "გადაჭარბებულის" გამოყენებით. ასეთი არაგულწრფელი განცხადებები აზიანებს თავად მას. ზენონს შეუძლია დაასრულოს ამ საკითხზე კამათი და წარმოადგინოს ბრიტანეთში ცხოვრების ლეგალური დოკუმენტაცია გაცემის თარიღის და მოქმედების ვადის დადასტურებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზენონი ცრუობს (ე.ი. ეპისკოპოსი ცრუობს!); . 3. ზენონი ვალდებული იყო დათანხმებოდა შეხვედრას. მას რამდენჯერმე მიეცა გონივრული ვადა წარმდგარიყო კომისიის წინაშე. "დელეგატების" გაგზავნა არ არის პასუხი კომისიის მოთხოვნაზე. 4. ზენონი მართალია როცა მიუთითებს ე.წ. სინოდალური კომისიის წევრების სამარცხვინო და ამაზრზენ სახეზე, ზოგადად, მაგრამ ამ კერძო შემთხვევაში ეს მიზეზი არ ანთავისუფლებს მას პასუხისმგებლობისგან დაიცვას თავი უმძიმესი ბრალდებებისაგან. ეს პასუხისმგებლობა წარმოეშვება მას როგორც ეპისკოპოსს ქრისტეს ეკლესიის წინაშე და არა "მისი უწმინდესობის" წინაშე, როგორც ის კეკლუცობს. 5. ზენონი ვერ საუბრობს იმ ენაზე, რომელიც ბრიტანეთის სახელმწიფო ენაა. ამიტომ გაუგებარია რა ტიპის გავლენებს გულისხმობს, რომელიც როგორც წესი ყალიბდება ხოლმე სხვადასხვა დონეზე საღვთისმეტყველო დიალოგებში ჩართვით, ნაშრომების და მოხსენებების მომზადებით. სხვა რა გავლენა შეიძლება მოიპოვოს ეპისკოპოსმა? 6. როგორც ამ საკითხში გარკვეული ადამიანი თავს უფლებას მივცემ ვთქვა, რომ ინტერვიუ სავსეა არაგულწრფელი პასუხებით. ასეთ დროს პოზის მიღება და შეფარვით საუბარი ამაზრზენია!”
წერს თეოლოგი ვლადი ნარსია.
ნანახია: (539)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას