“ აი, რა მეთოდებით მართავდა შიოლაშვილი საქართველოს ეკლესიას:
"მიტროპოლიტმა შიო ავალიშვილმა 1980 წელს გაბედა და მოგახსენათ: „თქვენო უწმიდესობავ, თქვენს მოღვაწეობას ხარვეზად დააჩნდება ის, რომ საქართველოს ეკლესიის შინაგან სიწმინდეზე არ ზრუნავთ“. თქვენ სახის ფერის შეცვლამდე გაგაჯავრათ ამ შენიშვნამ და მას მხოლოდ თქვენი უკმეხი პასუხი მოჰყვა. მამათმავლების „საქმიანობა“ კი იქამდე მივიდა, რომ მიტროპოლიტი ნიკოლოზ მახარაძე მამათმავლობისათვის ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიიდან გამოაძევეს. თქვენ კი ქუთაისის ეპარქიაში გადმოიყვანეთ იგი, ხოლო 74 წლის მიტროპოლიტი შიო, რომელიც ამ დროს ქობულეთში ისვენებდა, გადაიყვანეთ ბათუმში. თქვენი „შეფობის“ ქვეშ მყოფმა ნიკოლოზ მახარაძემ სოხუმიდან ქუთაისში ჩამოიყვანა თავისი „შეყვარებული“ მამაკაცები და შეუდგა თავისი „მოვალეობის“ შესრულებას. მის ურიცხვ უტიფრობას და თავხედობას შედეგად მოყვა ის, რომ ხალხმა საჩივრების წერა დაიწყო. თქვენც მარტო ერთ დღეს შემოსული ექვსი საჩივარი თავად ნიკოლოზს გადაეცით, ალბათ „ზომების“ მისაღებად. არ გასულა დიდი დრო და მიტროპოლიტი ნიკოლოზ მახარაძე მეორე პანაღიით დააჯილდოვეთ და ასე შეეცადეთ თქვენი ნებითა და უფლებამოსილებით დაგეთრგუნათ ხალხის ნება. უნდა ვთქვათ პირდაპირ და სამართლიანად: თქვენ თქვენი მოქმედებით ტალახი ესროლეთ სახეში ქართველ ხალხს და საქართველოს ეკლესიის წმიდა გუმბათს. გეგონათ, თქვენი შეუზღუდავი ძალაუფლება ჩააჩუმებდა მომჩივნებს და საბოლოოდ მორწმუნე თუ არამორწმუნე ქართველი ხალხი შეეგუებოდა ეკლესიაში შემოტანილ მამათმავლობასა და სხვა გარყვნილებას. მაგრამ არ დაწყნარდნენ მომჩივნები და ჩვენ, მღვდელმთავრებს დაგვიწყეს საჩივრების წერა, აგვავსეს საყვედურებით, რომ ვითმენთ ამ საშინელებას და ხმას არ ვიღებთ. ავწონდავწონეთ შექმნილი ვითარება ხუთმა მღვდელმთავარმა, დავწერეთ თხოვნა თქვენს სახელზე და მოგართვით 1982 წლის 10 დეკემბერს. ჩვენ თქვენთვის არ გვიკადრებია რაიმე ულტიმატუმის წამოყენება, არამედ გთხოვეთ მოცემული საკითხის განხილვა საქართველოს საეკლესიო დებულების მე-19 მუხლის თანახმად.
იმ დღიდან თქვენი გული და გონება აღივსო ჩვენდამი მტრობითა და სიძულვილით და შეუდექით ამ მტრობისა და სიძულვილის პრაქტიკულ განხორციელებას. ჩვენთვის პასუხის გასაცემად თქვენ აირჩიეთ არაქრისტიანული გზა, მიხვეულ-მოხვეული, არაპირდაპირი: ჯერ გამოგვიცხადეთ, რომ ამ საკითხთა შესახებ უნდა მოლაპარაკებოდით რელიგიის საქმეთა რწმუნებულს და დაგერეკათ მოსკოვში; სამი დღის შემდეგ გვითხარით, რომ ყოველივე გადაწყვეტილია და მამათმავლები განიდევნებიან ეკლესიიდან; ხოლო ხუთი დღის შემდეგ გამოგვიცხადეთ, რომ ჩვენი თხოვნა უყურადღებოდ იქნა დატოვებული. მოგებულ დროში დარაზმეთ მამათმავლები, მიეცით მითითება თქვენს ძმას, ვიქტორ შიოლაშვილს, რომ დაერაზმა ჩვენს წინააღმდეგ 5-6 მოხულიგნო დედაკაცი სიონის მრევლიდან. ჩვენ იძულებული გავხდით შეგვეწყვიტა საპატრიარქოში სიარული და ავრიდებოდით თქვენს პროვოკაციებს. ყველა ჩვენი საწინააღმდეგო მტრული პროვოკაცია და გამოხტომა, რაც მოაწყვეს მამათმავლების ეპარქიებ-ში და შიოლაშვილების საპატრიარქოში, აღწერილი გვაქვს ადრინდელ თხოვნაში, ამიტომ ამ საქმეზე აღარ გავაგრძელებთ ლაპარაკს." (ამონარიდი მიტროპოლიტ შიო ავალიშვილის 1983 წლის წერილიდან ილია მეორისადმი).
წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე
ნანახია: (751)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას