logo.png

“თუ ზენონ იარაჯულის მიერ დაანონსებული მამხილებელი განცხადებები პოზიტიურ ბიძგს მისცემს 2019 წელს წამოწყებულ ეშმაკეულ საქმეთა მხილებას საპატრიარქოში ეს ეპისკოპოსის პიროვნულ ღირსებად უნდა ჩაითვალოს! 

დღეს ზენონს შეუძლია გარდამტეხი მუხტის გაღვივება სიმართლისთვის ბრძოლაში, საპატრიარქოში ჩაბუდებული ეშმაკეული ხროვის წინააღმდეგ, მაგრამ არა "ერთეულებზე" ხელის დაფარებით, არამედ ამ ერთეულების გაერთმნიშვნელიანებით. საამისოდ ზენონმა უნდა მოიკრიბოს გაბედულება და დაგვანახოს, რომ იგი ეგოსტური ინტერესებით კი არ მოქმედებს (ისევ!), არამედ ქრისტიანული ღირებულებების დასაცავად, რომლის მწვავე კრიზისია დღეს საქ. ეკლესიაში. იმედია, ზენონი გრძნობს, რომ მისი რეპუტაციის "გადარჩენა" ისტორიის ამ გარდამტეხ მომენტში მოითხოვს გულწრფელობას და გაბედულებას. 

მე მხარს ვუჭერ ნებისმიერი ადამიანის გულწრფელ სინანულს და შემობრუნებას ცოდვილთა, მაგრამ სიმართლისთვის მებრძოლთა რიგებში!”

წერს თეოლოგი ვლადი ნარსია.

ნანახია: (597)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას