logo.png

მღვდელმთვარობის 20 წლის იუბილეს ულოცავენ მიტროპოლიტ პეტრე (ცაავას): თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი, თეოლოგი გიორგი გეგუჩაძე, მღვდელმონაზონი ანდრია სარია და თეოლოგი ვლადი ნარსია.

George Tiginashvili

 

"მღვდელმთავრობის 20 წლის იუბილეს გულითადად ვულოცავ მეუფე პეტრეს! პიროვნებას, რომელსაც ქრისტიანული თავისუფლების, მორალისა და ისტორიის სწორ მხარეზე დგომის გამბედაობა აღმოაჩნდა. დაუპირისპირდა რა კრემლის მიერ საქართველოს ეკლესიაში შთანერგილ ასწლოვან უკეთურებას და ამისათვის დათმო კომფორტის ზონა, სტატუსი და ძალაუფლება, განსხვავებით ქონდრის სინოდისაგან, სადაც სხვათა წონადობა დგას არა ღირსებაზე, არამედ ძალაუფლებასა და ფინანსებზე! ერთადერთი მღვდელმთავარია ვინც ასე მკაფიოდ თქვა სიმართლე ჩრდილოეთის ემისარ ილია II-ზე და მის ჰედონისტურ ფსევდოიერარქიაზე. მან, თავისი პრინციპულობით ამხილა არა მხოლოდ ცალკეული პერსონები, არამედ მთლიანად კოროზირებული საპატრიარქოს სისტემური სიმახინჯე. აქსიოს! ისპოლა ეტი დესპოტა! ჩემი მხარდაჭერა მას ყველა კეთილ საქმესა თუ იდეაში!"

 

Giorgi Geguchadze

 

"მღვდელმთვარობის 20 წლის იუბილეს გილოცავთ, მეუფევ!

წლები გაივლის და თქვენი სახელი ოქროს ასოებით ჩაიწერება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში!"

 

Hieromonk Andria

 

"მეუფე პეტრეს მღვდელმთავრობის მე-20 წელი შეუსრულდა. ვულოცავ და ვუსურვებ მხნეობას. წმინდა ამბროსი ხელაია დარწმუნებული ვარ რომ გაიხარებდა ასეთი სამართლიანი მემკვიდრით, რომლისთვისაც ღვთის სიყვარული და მოყვასი მნიშვნელოვანია. მან შეძლო დღევანდელ რეალობაში და გააჩინა ახალი იმედები, იმედები რომ ჩვენი ეკლესიის მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება და საპატრიარქოსაც ეშველება! პირადად მე მწამს, უბრალოდ დროის საკითხია! გილოცავთ, მეუფეო!"

 

Vladi Narsia

"პრინციპულობის, გაუტეხელობის და სიმამაცის კეთილ ნაყოფს, რომლისთვისაც იბრძვით, უფალმა მალე გაზიაროთ ღირსეულო მღვდელმთავარო. გილოცავთ!"

 

 

ნანახია: (612)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას