მაღალყოვლადუსამღვდელოეს მიტროპოლიტ პეტრეს ვულოცავ საიუბილეო თარიღს - მღვდელმთავრად ქიროტონიის 20 წლისთავს
2002 წლის 20 ოქტომბრიდან დაიწყო მისი სამღვდელმთავრო მსახურება და მოღვაწეობა, რომელიც მოიცავს სრულიად ახალდაფუძნებული სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიის პირველ მმართველ მღვდელმთავრად დადგინებას, სადაც ახალგაზრდა ეპისკოპოსმა აღადგინა ქრისტიანობის ჭეშმარიტი სულისკვეთება და მსახურება, გასწია მრავალი ღვაწლი.
2006 წლის დეკემბრიდან კი ის მოღვაწეობას შეუდგა ჭყონდიდის კათედრაზე, რომელიც იმხანად მხოლოდ თავისი ისტორიით თუ მოიწონებდა თავს და მეუფე პეტრემ ჭყონდიდის ისტორიულ ეპარქიას შეუქმნა უბრწყინვალესი აწმყო მრავალი მიმართულებით.
მიტროპოლიტ პეტრეს განსაკუთრებული ღვაწლით არსებობს დღესდღეობით საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნება", რომლის ამჟამინდელი მდგომარეობა სრულად მეუფე პეტრეს ამაგის შედეგია.
მიტროპოლიტ პეტრეს ხილული თუ დაფარული ღვაწლის სისავსე მხოლოდ არსთა გამრიგემ უწყის...
აქვე დავსძენ, ვისაც კითხვები გაგაჩნიათ მიტროპოლიტ პეტრეს სხვა აქტივობებზე, მოითხოვეთ, რომ ყოველივე გაირკვეს და განეჩინოს საეკლესიო სამართლის სრული და განუხრელი დაცვით და მხოლოდ ამის შემდგომ ვიმსჯელოთ.
მრავალჟამიერ, ძვირფასო მეუფე პეტრე! ღმერთის შემდეგ ისტორიას მივანდოთ სათქმელი.
მადლობა ქრისტესმიერი სიყვარულისათვის, სიმტკიცისა და მართლმკვეთელობისთვის!
მადლობა სულიერი თანადგომისათვის, რომელსაც მე პირადად მუდმივად ვგრძნობ თქვენგან!
ისპოლლა ეტი დესპოტა!
წერს თეოლოგი ლაშა დეისაძე-შარვაშიძე
ნანახია: (550)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას