logo.png

თეოლოგ ს. ვ. შუმილოს წერილში “მართლმადიდებლური შაჰიდიზმი” (https://bit.ly/3MIlTkk) ხსენებული საკითხები აუცილებლად უნდა შევიდეს მომდევნო სინოდის სხდომის დღის წესრიგში, სხდომისა, რომელიც საეკლესიო სამართლისა და ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით წელიწადში მინიმუმ ორჯერ უნდა იმართებოდეს და რომელიც 20 თვეზე მეტია არ შეკრებილა.. უნდა დაიგმოს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ანტიქრისტიანობა, პატრიარქ კირილის ერესი და შეწყდეს მისი მოხსენიება . წინააღმდეგ შემთხვევაში ისედაც სოდომიის ერესში მყოფი საქართველოს საპატრიარქო თანამონაწილე გახდება რუსული ბოროტებისა, ნეო-ნაციზმისა და ნეო-ფაშიზმისა, რაც უფრო მეტად დააზიანებს ჩვენს სახელმწიფოებრიობას და ერის მომავალს!

უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. ამინ !

მდაბალი მიტროპოლიტი პეტრე ( ცაავა )

20 ოქტომბერი.

2022 წელი.

 

 

ნანახია: (1167)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას