"ყალბია ნებისმიერი სამძიმარი, განსაკუთრებით სიყალბის "წმინდა მამისგან" - დღევანდელი სამღვდელოებისგან! სწორად თქვა ჯაფარიძემ - მხოლოდ ჩვენს თავს უნდა გავუბრაზდეთ, ყველაფერი ჩვენი ბრალია. როცა ჩვენი ყოველდღიური რეალობა სავსეა სიმართლის ფეხქვეშ გათელვით, ტყუილით, გაუმაძღრობით, ბოღმით, დაუნდობლობით, უსიყვარულობით, სხვისი ჩაგვრით და დამცრობით, ქურდობით, ღალატით (ბოზობით), ცბიერებით და იმ ადამიანების განდიდებით ვინც ამ ყველაფრით მდიდრდება, სახლებს და აგარაკებს იშენებს და საკუთარი ნაშიერების დასაღუპად ფულს "ოფშორებში" აგროვებს, მაგრამ საზოგადოებამ ამ ხნის მანძილზე განაჩენი ვერ გამოუტანა ამ ვირთხებს, რატომ უნდა გვიკვირდეს სიკვდილი და მარცხი ასეთ საზოგადოებაში? უკეთესს რას ველით ასეთი ცხოვრებისგან, სადაც უსამართლობა და ტყუილი ნორმად დავამკვიდრეთ?
ეკლესიის სამძმარი? - რამ დაამძიმათ როცა სიკვდილი ყოველდღიურად თვალწინ დაურბით და არაფერს ამბობენ, რადგან სიჩუმე მათი გამოძღომის საშუალებაა. როცა შიშის გამო სდუმან უსამართლობაზე, უწმინდურობაზე, ტყუილზე, გაუტანლობაზე, გაუნათლებლობაზე, ქუდრობაზე, ასეთ დროს ეშმაკი სძოვს "მღვდლების წმინდა წვერებს" და ბრმევლი კი ამ წვერების თაყვანისმცემელია. ყალბი და ამაზრზენია თქვენი უუუწმინდური სიტყვები - "ჩვენი სამძიმარი ოჯახს"."
წერს თეოლოგი ვლადი ნარსია
ნანახია: (541)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას