"პატრიარქის გადადგომის საკითხი:
1) როცა აცხადებენ რომ პატრიარქისადმი გადადგომის მოწოდება არასდროს არ ყოფილა არავისგან და თუ იქნებოდა - ეს ჩაითვლებოდა ზეწოლადო, ამგვარ მსჯელობას მაშინ ექნება ლეგიტიმური და მორალური საფუძველი, თუკი საკუთრივ კათოლიკოს-პატრიარქის სურვილის საპირისპიროდ, არგადადგომისკენ მოწოდებასაც არ ექნებოდა ადგილი, რადგან ორივე იძულება და თავისუფალი ნების ხელყოფაა სხვაში. როცა ანდრია ჯაღმაიძე ამბობს რომ “მღვდელმთავრებმა იგი გადაარწმუნეს” – ეს ნიშნავს რომ ე.ი. ის წნეხის ქვეშ დააყენეს და მას ატყვევებენ რომელიღაცა ჯგუფის წევრები და სამდივნო ამას ურცხვად აღიარებს. ამდენად, სპეკულაციები და ინსინუაციები ილია II-ის გადადგომა-არგადადგომასთან დაკავშირებით მასმედიას აბსოლუტურად ირაციონალურად, არაკომპეტენტურად და არარელევანტურად მიჰყავს!
2)ახლო წარსულიდან, თუ როდისმე ილია II უნდა გადამდგარიყო, ესაა უმძიმეს ცოდვასა და ზნეობრივ გაუკუღმართებაში (მამათმავლობა) მისივე სინოდის წევრის - მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) მიერ წაყენებული ბრალის ვერ გაბათილების შემთხვევა, რადგან ყოველგვარი იურიდიული პროცედურებისა და სამართალწარმოების გარეშე ბრალდებულმა კათოლიკოს-პატრიარქმა არც საკუთარი სავალდებულო აპოლოგია განახორციელა და არც მის მიერ პარადოქსულად და ერთპიროვნულად დასჯილ ბრალმდებელ მღვდელმთავარს - მიტროპოლიტ პეტრეს მისცა წაყენებული ბრალის დამტკიცებისა და აპოლოგიის საშუალება და თავად დასასჯელმა, რამდენიმე სასჯელი აქეთ დაადო მამხილებელს, რაც ტრიუმფალური ძალაუფლების დემონტრირება იყო და არა კეთილსინდისიერი და წმინდა მამამთავრის საქციელი, რომელიც პატიოსნების შემთხვევაში თავადვე დაინტერესდებოდა სასამართლოს მოწვევითა და “ცილისწამების” ფაქტობრივი გაქარწყლებით!
აგრეთვე, კანონიკური თვალსაზრისით გადადგომა მანამდეც ევალებოდა ილია II-ს, როცა თუნდაც უკანონო მოსაყდრე დაასახელა!
3)საზოგადოება, რომელიც ყლაპავს და იტანს საბჭოთა რეზიდენტ და ჰედონისტ ფსევდოპატრიარქს, ნამდვილად ვერასოდეს გამოიტანს ობიექტურ დასკვნას და ვერ ჩაწვდება მიზეზ-შედეგობრიობას სახელმწიფოსა თუ ეკლესიაში არსებულ განუკითხაობასა და ბუფონადასთან დაკავშირებით!
4)მედია, რომელიც პოლიტიკური მდგენელითა და პარტიული კონიუქტურით ხელმძღვანელობს, არასოდეს დადგება ჭეშმარიტების, სიმართლისა და პირუთვნელობის მხარეს!
5)სინოდის წევრებმა და საზოგადოებამ უნდა გააცნობიერონ და გაიაზრონ ისტორიული პრეცედენტების სიუხვე, როცა რიგ შემთხვევებში პატრიარქებს ირჩევდნენ არა აპრიორი ეპისკოპატიდან, არამედ სამღვდელოებიდან და ერისკაცებიდანაც კი!
ასე რომ ნუ მოუსმენთ არაკვალიფიციურ, ანგაჟირებულ და მოტივირებულ ცრუექსპერტებს, შორენა თეთრუაშვილის მითითებით, სუსის დავალებითა და გარყვნილი მღვდელმთავრების წაქეზებით, რომ ტირაჟირებენ “წინასწარმეტყველურ” ბოდვებს და ცდილობენ აქცენტების გადატანასა და ნამუსის შენახვას გზატკეცილის მეძავი მეუფეებისათვის!
P.S. პირადად მე 100%-ით, (ფაქტებით!!!) ვიცი, რომ ილია II-ის პატრიარქობა არის მკრეხელობა, ეკლესიის შეურაცხყოფა და ქვეყნის სირცხვილი! მის მიმართ წაყენებული ბრალდება სრული სიმართლეა!"
წერს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.
ნანახია: (463)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას