"როდესაც 2012-ში ოცნებამ გაიმარჯვა და ქართველ ერს შელახული "ღირსება" აღუდგინა, საქართველოს პატრიარქი შევიდა საპატიმროში, სადაც მოინახულა ტერორისტი -ვოვა არუთინოვი, რომელმაც სცადა თავდასხმა ჯორჯ ბუშზე, მოკლა პოლიციელი და არანაკლებ საშიში ბანდიტი -მარეკ დუდაევი.
ყველა დალოცა, მერე კი ასეთ რამ წარმოსთქვა:
" ჩემი ნება რომ იყოს, ყველა ციხის კარებს გავხსნიდი".
მაშინ ვიფიქრე, რაოდენ დიდსულოვანი ადამიანი უნდა იყო, რომ ასე აზროვნებდე.
დროთა განმავლობაში აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი არ ეხება ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და სხვა საქართველოსთვის მებრძოლ ადამიანებს...
ეხ მიშა, მიშა, რამდენი შეცდომა დაუშვი... რამდენადაც ვიცი ლუსტრაციის კანონის არ მიღების ერთერთი მთავარი მიზეზი, ამ პიროვნების ავტორიტეტის შენარჩუნება იყო.
ეს ისე, მეხსიერებამ ამომიგდო და კიდევ ერთხელ დამარწმუნა, როგორი არასწორი და ქაოტურია (თან ვირტუალური) ამ კოლექტიური ბიძინის წინააღმდეგ ბრძოლა..."
წერს მიშა გეჯაძე.
ნანახია: (529)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას