"ყბადაღებულები რომ გაიძახიან აი ამ ფრაზას: ვინც ეკლესიას, სინამდვილეში, საპატრიარქოს, პატრიარქს დაუპირისპირდა, მან ცუდად დაამთავრა!..
ჯერ ერთი, რას ნიშნავს „ცუდად დამთავრება“?...მაგალითად, ილიამ, ზვიადმა, მერაბმა და სხვა დიდმა ადამიანებმა ცუდად დაამთავრეს ხო?. სხვათა შორის, იესო ქრისტემაც „ცუდად დაამთავრა“...ავაზაკივით ჯვარზე გაეკრა.. „დაისაჯა“... ასევე მოციქულებმაც ცუდად დაამთავრეს. ყველა ან გახერხეს, ან ჩაქოლეს.. ან უკუღმა გააკრეს ჯვარზე.....ესე იგი რა?...ამ პრიმიტიული ლოგიკით..ცუდად დამთავრება რას ქვია?.ყველანი როდესღაც ვმთავრდებით.. მთავარია ლუარსაბებივით მუცელს და კალმახის ჭამას არ გადავყვეთ და ასე სამარცხვინოდ არ დავამთავროთ!...
თან კიდევ რა გახდა კაცო?...ამ, ეკლესიასთან ბრძოლას რომ არქმევენ სინამდვილეში ეკლესიის განწმენდისთვის ბრძოლას...რატომ კადნიერდებით და თქვენს თავებს აიგივებთ ეკლესიასთან...და კიდევ.. ღმერთი არავის სჯის.. ჩემი ღმერთი მართლა არაა დესპოტი...ის კი არა და იაკობი რომ ებრძოდა ღმერთს, რამხელა საიდუმლოა ამ თემაში...ღმერთი გაუწყრა იაკობს, რატომ მებრძოდიო? დასაჯა თუ რა?!.. სად წერია ეგეთი რამე?!..ღმერთს ბრმა მონები კი არ ესათნოება, არამედ სწორედ ასეთი შემოქმედებითი, მაძიებელი, მებრძოლი და შეუპოვარი ადამიანები...რომლებიც თავიანთ მოქმედებებზე პასუხს აგებენ...სხვას არ გადააბარებენ თავიანთ პასუხისმგებლობას, რადგან თავიანთი თავისუფალი ნება გააჩნიათ და გონება...და თავიანთი გაუკვალავი გზებით მიდიან...ამ ვიწრო გზა-ბილიკზე კოლექტივები, ჯოგები და მრევლები კი არა, ოჯახებიც ვერ ეტევიან...და ბოლოს.. ზემოთხსენებულმა დიდმა ქართველებმა „ცუდად დაამთავრეს“, იმიტომ რომ ვერ მოერივნენ საპატრიარქოს კი არა, მათ ზურგს უკან მდგარ რუსეთს....იმ რუსეთს, რომელიც აუცილებლად დაინგრევა და ქვეშ მოიყოლებს თავის ფილიალებსაც..."
წერს ლელა ჩხარტიშვილი.
ნანახია: (513)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას